პიკის საათი - 16.12.2022
პიკის საათი - 16.12.2022

1) „საშობაო სიმღერა“

ჩარლზ დიკენსის ცნობილი ზღაპრის მიხედვით დადგმული მიუზიკლი, რომელიც 15-მდე საშობაო კომპოზიციას მოიცავს. მასში მონაწილეობენ როგორც პროფესიონალი მსახიობები, ასევე ბავშვებისაგან შექმნილი ვოკალურ- ქორეოგრაფიული გუნდი.

რესპონდენტები: ლევან გვაზავა – მიუზიკლის ინსცენირების ავტორი, დამდგმელი რეჟისორი;

მსახიობები: ზურაბ ავსაჯანიშვილი, ნინო მუმლაძე;

მონაწილეები: გეგა შონია, დამიანე ნავაძე.

ავტორი: მარიამ ჩოჩია

 

2) „ამიერიდან ჩემი გონის პატარა ნავი ახალი წყლების დასალახად შემართავს აფრას…“

ჟურნალი „აფრა“ 1997 წელს „კავკასიურ სახლში“, მწერალ ნაირა გელაშვილის ინიციატივით დაარსდა, რომლის მიზანიცაა „იყოს ხიდი სიძველესა და თანამედროვეობას, დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის“.

25 წლის შემდეგაც „აფრის“ მისია უცვლელია და 2022 წლის 16 დეკემბერს „კავკასიურ სახლში“ მისი 29-ე ნომრის წარდგენა გაიმართება.

რესპონდენტი: ლევან ლორთქიფანიძე – საზოგადოებრივი განყოფილების რედაქტორი.

ავტორი: ელენე ტუშური

 

3) „უკმარი სინათლე“ – ნინო ხარატიშვილის ახალი რომანის აუდიოწარდგენა

„საერთოდ არ მჯერა შავ-თეთრი კითხვებისა და პასუხების ხელოვნებაში. ყველაფერი, ამ შემთხვევაში ლიტერატურაში, ინტერპრეტაციას ექვემდებარება… უნდა ვწერო ის, რისიც მჯერა და არა ვიღაცის მოსაწონად, ან კონიუქტურისთვის. ეს სრულიად მიუღებელია!“, – ნინო ხარატიშვილი.

– ოთხი სრულიად განსხვავებული ქალის ამბავი ზედმეტად მასკულინურ  და პატრიარქალურ ეპოქაში.

– ეპოქა, რომელშიც არც სითბო იყო საკმარისი და არც სინათლე

XX საუკუნის 90-იანი წლების რიტმი და ტონალობა მკითხველის მოლოდინში.

სტუმრები: ნინო ხარატიშვილი – მწერალი; მაია ფანჯიკიძე – მთარგმნელი.

წამყვანი: სოფო გოდუაძე

 

4) როგორ რეგულირდება საკითხი სესხის შესახებ, როცა სესხის ამღები პირი გარდაიცვლება?

საქართველოში მოსახლეობის უმეტესობას გარკვეული ფინანსური ვალდებულებები აქვს, წლების განმავლობაში კი ცდილობენ საკუთარი ვალდებულებები ჯეროვნად შეასრულონ, თუმცა ხშირად არაერთ პრობლემას აწყდებიან.

გარდა ამისა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სესხის აღების დროს ხელშეკრულებას კარგად გავეცნოთ და მხარეები შევთანხმდეთ, რომ მოვალის გარდაცვალების შემთხვევაში მოთხოვნა მის მემკვიდრეებზე არ გავრცელდეს და შესაბამისად, ვალდებულების შეწყვეტა მოხდეს და თუ ეს პირობა შეთანხმებული იქნება, მემკვიდრეებს სასამართლო დავა ნამდვილად აღარ დასჭირდებათ.

რესპონდენტი: მარიამ წიქარიშვილი – იურისტი.

ავტორი: ეკა ხითარიშვილი.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: