პიკის საათი - 16.11.2023
პიკის საათი - 16.11.2023

 1) „იაპონური ექო“ – მისუძუ კანეკოს დაკარგული ლექსები  

„გილოცავ, ტერუ!..

გილოცავ წიგნს ქართული ლამაზი ასოებით დაბეჭდილს, რომლის რამდენიმე ეგზემპლიარი წიგნის კონსულტანტ-რედაქტორის, იასუჰირო კოჯიმას წყალობით უკვე იაპონიის ბიბლიოთეკებსა და შენს მემორიალურ მუზეუმშია. წელს როცა ქართულ ლიტერატურულ-საზოგადოებრივ პერიოდიკაში შენზე პუბლიკაციებს ვბეჭდავდი, ან ფეისბუქზე ვაქვეყნებდი თარგმანებს და ფოტომასალას, ძალიან, ძალიან მინდოდა ყველაში დიდი ინტერესი აღმეძრა ამ საოცარი ლექსებისადმი. ტერუ, გილოცავ ამ დიდ არსებობას! დიდ მსოფლიო აღიარებას! შენ ის დაიმსახურე! მადლობა რომ ეს ზღაპარი მაჩუქე და დამიმგზავრე!“, – მარიამ წიკლაური.

ქართველ მკითხველს იაპონიაში ყველაზე ცნობილი საბავშვო პოეტის, მისუძუ კანეკოს ლექსბის წაკითხვა უკვე მშობლიურ ენაზე შეუძლია. მისი ლექსები სასკოლო სახელმძღვანელოებშია შეტანილი და მსოფლიოს 13 ენაზეა თარგმნილი. პოეტმა სულ 26 წელი იცოცხლა, მაგრამ დიდი პოეტური მემკვიდრეობა, 512 ლექსი დატოვა.

რესპონდენტი: მარიამ წიკლაური – პოეტი; მთარგმნელი

ინტერვიუს უძღვება მარიამ ჩოჩია.

 

2) აივ ინფექციასა და ჰეპატიტებზე ტესტირების კვირეული ევროპაში 

სტუმარი: ლაშა აბესაძე – სათემო ორგანიზაცია „ახალი ვექტორის“ კოორდინატორი.

 

3) ნათია ზეინკლიშვილის საავტორო საღამო

სტუმარი: ნათია ზეინკლიშვილი – კომპოზიტორი.

 

4) ტოლერანტული საქართველო  

რესპონდენტი: ლევან იოსელიანი – სახალხო დამცველი.

წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: