პიკის საათი - 15.12.2023
პიკის საათი - 15.12.2023

1) „საავტომობილო დარგის ბარბარიზმები“ 

ბროშურა, „საავტომობილო დარგის ბარბარიზმები“, რომელშიც შევიდა ყველაზე გავრცელებული 100 საავტომობილო ბარბარიზმი, სტუდენტებმა აქციის ფარგლებში დაურიგეს სკოლის მოსწავლეებს, სტუდენტებს, ტაქსის მძღოლებს, ქუჩაში გამვლელებს, ავტოსალონების თანამშრომლებს.

რესპონდენტი: თინათინ მარგალიტაძე – ილიას უნივერსიტეტის პროფესორი, ლექსიკოგრაფიისა და ენობრივი ტექნოლოგიების ცენტრის დირექტორი.

 

გივი მარგველაშვილი – კულძული „ევროპა“

„გივი მარგველაშვილი საქართველოში კუნძული „ევროპა“ იყო. სიმბოლურია, რომ საქართველომ სწორედ მის დაბადების დღეს, 14 დეკემბერს, გადადგა დიდი ნაბიჯი ევროპისკენ. 16 დეკემბერს კი მისი სახელობის ინსტიტუტი იხსნება, რომელიც მოაზროვნე ახალგაზრდებს გაზრდის“, – ნაირა გელაშვილი.

2023 წლის 16 დეკემბერს „კავკასიურ სახლში“ ქართული წარმოშობის გერმანელი მწერლის, ფილოსოფოსისა და ენათმეცნიერის გივი მარგველაშვილის სახელობის ლიტერატურულ-ფილოსოფიურ კვლევათა გერმანულ-ქართული ინსტიტუტის დაფუძნების ცერემონიალი გაიმართება.

სტუმარი: ნაირა გელაშვილი – მწერალი, „კავკასიური სახლის“ დირექტორი.

 

დავით მალაზონია – 70

კომპოზიტორი, რომელმაც ახალგაზრდების ყურადღება დახვეწილი და თავისუფალი ბგერით მიიქცია.

„ბავშვობაში ჯგუფ „ადიოს“ დისკი ჩაგვივარდა ხელში. დღემდე მახსოვს ის ფრაზები, რასაც სულ ვღიღინებდი. რაღაც პერიოდის შემდეგ დათოსთან მუშაობის შესაძლებლობა მომეცა და ეს დიდი ბედნიერება იყო, რადგან ეს ის ადამიანია, რომლის მუსიკასაც ხალხური მუსიკის დარად ვუსმენ“, – მიხეილ ჯავახიშვილი.

კომპოზიტორი, რომელიც ფაქიზად და წარმატებით გადის ფოლკლორისა და ჯაზის საზღვარზე.

„ჩვენი მიზანი არ არის ფოლკლორის არანჟირება. ჩვენ ამ ენას საშენად ვიყენებთ და გამოგვდის ორიგინალური კომპოზიციები“, – დავით მალაზონია.

სტუმრები: დავით მალაზონია და მიხეილ ჯავახიშვილი.

წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: