1) „ევას პავაროტი“ მისამართზე…
თბილისის აივნებიან უბნებში რომ ნაირფერი ლეგენდები დააბიჯებენ ეს არავისთვისაა უცხო.
თუმცა, ცოტამ თუ იცის, რომ „ევას პავაროტი“ მითიური კი არა, რეალური ადგილია თბილისში. იქ, სადაც გასულ საუკუნეში ებრაელი ვაჭარი ქალბატონი ევა ცხოვრობდა.
ავტორი: ელენე ტუშური
2) „ხევსურული სწორფრობა და ფშაური წაწლობა“
„ხევსურული სწორფრობა და ფშაური წაწლობა“ ლია მელიქიშვილის, მარინა კანდელაკისა და ნინო ღამბაშიძის წიგნია.
ეთნოლოგი ლია მელიქიშვილი XX საუკუნის 70-იან წლებში ქორწინების ინსტიტუტს იკვლევდა. მათ შორის იყო ქალ-ვაჟთა ურთიერთობის ქორწინებამდელი ნორმები ფშავსა და ხევსურეთში, რაც ამ კატეგორიის ყველა წეს-ჩვეულებას, მათ შორის, წაწლობასა და სწორფრობას მოიცავდა.
ფშავში მუშაობისას მეცნიერი ოჩიაურების ოჯახში ცხოვრობდა და საშუალება ჰქონდა პირადად მოეპოვებინა მასალა ცნობილი ეთნოგრაფიკორესპონდენტების, ნათელა და მელანია ბალიაურებისაგან.
რესპონდენტები: ლია მელიქიშვილი – ეთნოლოგი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, ნინო ღამაბაშიძე – ეთნოლოგი
ავტორი: ეკა ხითარიშვილი
3) არაფორმალური განათლების გამოწვევები
„რა პროფესიისაც უნდა იყო, არსებობს უნარები, რასაც აუცილებლად უნდა ფლობდე. იქნება ეს საჯარო გამოსვლის, კომუნიკაციის, საკუთარი აზრის დაფიქსირებისა თუ სხვა უნარი“, – ლევან დვალი.
15 დეკემბერს ეროვნული სასახლე საერთაშორისო კონფერენცია – „არაფორმალური განათლების გამოწვევები“ უმასპინძლებს.
კონფერენციაში მონაწილეობენ ეროვნული სასახლის პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციების, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებების, საქართველოს და თბილისის სახელოვნებო, სკოლისგარეშე და არაფორმალური განათლების ორგანიზაციების წარმომადგენლები.
16 დეკემბერს კი საქართველოს პარლამენტის ბიბლიოთეკასთან თანამშრომლობით რიგით IX არაფორმალური განათლების ორგანიზაციების სტრატეგიული პარტნიორობის ფორუმი გაიმართება.
სტუმარი: ლევან დვალი – ეროვნული სასახლის პროექტებისა და პროგრამების სამსახურის ხელმძღვანელი.
წამყვანი: ნიკა ლობილაძე
4) „ატონალური გაბრწყინება“ / Atonal Glow
„ატონალური გაბრწყინება“ ალექსანდრე ქორიძის დოკუმენტური ფილმია, რომელიც ახალგაზრდა კომპოზიტორ ცოტნე ზედგინიძის ცხოვრებას ასახავს.
„ფართო მასებისათვის ცოტნე ჯერ კიდევ არ არის ცნობილი პიროვნება. იმედი მაქვს, რომ იქნება. ამიტომ, მნიშვნელოვანი იყო იმ გზის ასახვა, თუ როგორ იბადება შემოქმედი“, – ალექსანდრე ქორიძე.
ფილმის „ატონალური გაბრწყინება“ საერთაშორისო პრემიერა 2022 წლის ივნისში შედგა კრაკოვის საერთაშორისო კინოფესტივალზე.
მას შემდეგ რამდენიმე ფესტივალზე აჩვენეს, მათ შორის თბილისში.
სტუმარი: ალექსანდრე ქორიძე – რეჟისორი.
წამყვანი: ნიკა ლობილაძე
5) ჩაის სასარგებლო თვისებები
– შავი, წითელი, ყვითელი თუ მწვანე ჩაის შემადგენლობა.
– პოლიფენოლები და კატეხინები – ნივთიერებები, რომლებიც ჩაის სამკურნალო – პროფილაქტიკურ თვისებებს სძენენ.
რესპონდენტი: თემურ რევიშვილი – საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ჩაის სუბტროპიკული კულტურების და ჩაის მრეწველობის ინსტიტუტის დირექტორი. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი.
ავტორი: მარიამ ჩოჩია
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: