პიკის საათი - 15.11.2024
პიკის საათი - 15.11.2024

1) „აღდგენილი სიმღერა“

„ეთნომუსიკოლოგთა შემოქმედებითმა ჯგუფმა „ნანინა“ დაიწყო ახალი პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს საარქივო ჩანაწერებში უცნობი ვარიანტების მოძიებას, აღდგენასა და გაცოცხლებას“.

„პირველი სიმღერა „მესხური იავნანა“ აღდგენილია ვალერიან მაღრაძის 1962 წლის აუდიოჩანაწერიდან“.

სტუმრები: ვიქტორია სამსონაძე – პროექტის ავტორი, ეთნომუსიკოლოგი; მაკა ხარძიანი – „ნანინას“ დირექტორი, ეთნომუსიკოლოგი; სოფიკო კოტრიკაძე, ნინო თუშიშვილი, ია ანდღულაძე – ჯგუფ „ნანინას“ წევრები.

 

2) „თბილისის წიგნის დღეები“

გაეცანით თბილისის წიგნის დღეები 2024-ის პროგრამას.

რესპონდენტები: მაგდა ბარამიძე – გამომცემლობა „დიოგენეს“ საგანმანათლებლო მიმართულების ხელმძღვანელი; ია გელიტაშვილი – „სულაკაურის გამომცემლობის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი; ელისაბედ ფირცხალავა – „პალიტრა L“- ის საერთაშორისო პროექტების მენეჯერი; ლილი ალფაიძე – გამომცემლობა „ინტელექტის“ და „არტანუჯის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი; მარიამ ტურძილაძე – „აზროვნების აკადემიის გამომცემლობის“ მთავარი რედაქტორი; ქეთი ადეიშვილი – „ელფის გამომცემლობის“ რედაქტორი; მზია რაზმაძე – გამომცემლობა „წიგნი+ერის“ დირექტორი.

 

3) „წაიკითხე, უყურე, მოუსმინე“ – ინოვაციური მედია პლატფორმა „ბოჰემა“

„ჩვენი მიზანია, ულტრათანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით გაგაცნოთ მიმზიდველი, დახვეწილი და მრავალფეროვანი ამბები. ჩვენი ეპოქის შესაძლებლობების მეშვეობით მივისწრაფვით ისეთი შინაარსის ჟურნალის შექმნისაკენ, რომელიც ავთენტურად აირეკლავს დღევანდელ დინამიკურ სამყაროს. ამ მიზნის მისაღწევად ვიზიდავთ ნიჭიერ, ცნობისმოყვარე და შემოქმედებით ადამიანებს, რომლებიც მზად არიან საკუთარი კრეატიულობის საზღვრებს გასცდნენ და ჩვენს მკითხველს მიაწოდონ ახალი იდეები, შესთავაზონ განსხვავებული პერსპექტივები“.

სატელეფონო ჩართვა: ნინი შენგელია – „ბოჰემას“ მმართველი რედაქტორი.

წამყვანი: მარიამ ჩოჩია.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: