1) „იდეიდან წერტილამდე: წერა მედიისთვის“
„მე ვარ იმ ყაიდის ჟურნალისტი, რომელსაც მიაჩნია, რომ წერა ეს არის ყველაფრის საფუძველი ჟურნალისტიკაში. ვიზუალური თხრობისა და ხელოვნერი ინტელექტის პერიოდში, ახალგაზრდებს, რატომღაც ჰგონიათ, რომ წერითი საფუძვლები საჭირო არაა და ჟურნალისტიკა მხოლოდ ეკრანზე მიკროფონით ხელში გამოფენას გულისხმობს“, – მაია ტორაძე.
სტუმარი: მაია ტორაძე – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების ასოცირებული პროფესორი, სახელმძღვანელოს ავტორი.
2) სპექტაკლის პრემიერა – „ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს“ თბილისის აზერბაიჯანულ თეატრში
20 ნოემბერს, გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მცირე სცენაზე, ჰეიდარ ალიევის სახელობის თბილისის აზერბაიჯანული პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი რაფიელ ერისთავის პიესის „ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს“ მიხედვით დადგმული სპექტაკლის პრემიერას ითამაშებს.
სტუმრები: თურგაი ველიზადე – ჰეიდარ ალიევის სახელობის თბილისის აზერბაიჯანული პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი; ნარმინ გასანოვა – ჰეიდარ ალიევის სახელობის თბილისის აზერბაიჯანული პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი.
3) „ასტრიდობა“ ეროვნულ სასახლეში
„ასტრიდი ჩემი ოჯახის წევრია და ამიტომ ყოველი წლის 14 ნოემბერს ჩემში იღვიძებს პატარა ბავშვი, რომელსაც უნდა, რომ წვიმაშიც კი მორწყას ყვავილები, დიახ, ჩვენში ყველაში უნდა ცხოვრობდეს ბავშვი, რომელსაც გაზრდა არ უნდა!“, – ლელა არაბიძე.
სტუმარი: ლელა არაბიძე – ეროვნული სასახლის პროექტების მენეჯერი.
წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: