პიკის საათი - 14.10.2024
პიკის საათი - 14.10.2024

1) ნუცა ჯანელიძე და ანსამბლი „ახალი ხმები“

სტუმრები: ნუცა ჯანელიძე, ალექსანდრე მიქელაძე, ნიკა ლაშხი, გუგა ბარისაშვილი, ილია აბრამია და ნიკი მიქელთაძე.

 

2) „კაცი, რომელიც დააკლდა ქალაქს“ – ალიკა გიორგაძე

სტუმარი: ნინო გედენიძე – ეროვნული ბიბლიოთეკოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელი.

 

3) რუბრიკა „ადამიანი“ – იასონ აბაშიძე

1929 წლიდან იასონ აბაშიძე სამეცნიერო-კვლევით მუშაობას შეუდგა, ჯერ საქართველოს ცენტრალურ ტყის საცდელ სადგურში, შემდეგ კი ამიერკავკასიის ტყის მეურნეობის და ტყის მრეწველობის საკვლევ-სამეცნიერო ინსტიტუტში.

პედაგოგიური საქმიანობა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში დაიწყო. მას შექმნილი აქვს 105-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი ტყის წარმოების, დენდროლოგიის, მეტყევეობის, მათ შორის სამთო მეტყევეობის შესახებ.

მან განსაკუთრებული შრომა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ტერიტორიაზე დენდროლოგიური პარკის მშენებლობისთვისაც გასწია, სადაც დღემდე პარკის ტერიტორიაზე გაშენებულია, როგორც კავკასიური ასევე უცხოური ფლორის სახეობები.

რესპონდენტები: გიორგი ქავთარაძე – საქართველოს აგარარული უნივესიტეტის პროფესორი; ვასილ გულისაშვილის – სატყეო ინსტიტუის უფროსი მეცნიერი; გიული წერეთელი – ნიადაგმცოდნეობის, აგროქიმიის და მელიორაციის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი, იასონ აბაშიძის სტუდენტი.

ავტორი: ეკა ხითარიშვილი.

 

4) „გადაწერა“ – გურამ წიბახაშვილის პერსონალური გამოფენა

გამოფენაზე პირველად არის წარმოდგენილი ხელოვანის გრაფიკული ნამუშევრების სერია, რომლებიც დროში და სივრცეში გარდამტეხი მოვლენების იდეოლოგიური ცვლილებების კვლევას ეხება.

რესპონდენტი: გურამ წიბახაშვილი – ფოტოგრაფი.

წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: