პიკის საათი - 14.10.2022
პიკის საათი - 14.10.2022

1) „ეს სიკვდილი შემზარავ მეტაფორად იქცა“

„ასეთ დროს სინდისის ხმა ყველაზე მწარე ხმაა. რაც დრო გადის ტრაგედია ტრაგედიას ემატება და გარშემო ყველა ხმა იღვიძებს სინდისის ხმის გარდა. ამიტომ ვართ მუდმივად გაბრაზებულები და შეშინებულები“

სატელეფონო ჩართვა: ნინო სადღობელაშვილი – პოეტი; მწერალი

 

2) სიტყვაში ამოჩუქურთმებული ტაძრები

სვეტიცხოველი და კონსტანტინე გამსახურდია, გალაკტიონ ტაბიძე და ნიკორწმინდა, ვასილ მელიქიშვილი და მის შემოქმედებაში გაცოცხლებული წარმართული ეპოქა.

როგორ შეძლეს ქართველმა სიტყვის ოსტატებმა ქვის ოსტატების შემოქმედების სიტყვაში გაცოცხლება?

რესპონდენტი: თამარ შარაბიძე – ლიტერატურათმცოდნე

ავტორი: ელენე ტუშური

 

3) სოფლად მცხოვრები ქალებისთვის

15 ოქტომბერს სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღე აღინიშნება.

ამ დღესთან დაკავშირებით, „ფონდი ტასო“ სოფლად მცხოვრები ქალებისადმი მიძღვნილ ექვსკვირიან კამპანია სამწუთიანი ფილმების კონკურსით აჯამებს.

სტუმარი: ია შალამბერიძე – ფონდი ტასოს სტრატეგიული კომუნიკაციის სპეციალისტი

 

4) „კაცი, რომელიც დააკლდა ქალაქს“ – მამუკა სალუქვაძე

18 ოქტომბერს, 18:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა თბილისქალაქობისადმი მიძღვნილი ტრადიციული კვირეულის გახსნაზე გიწვევთ. კვირეული მწერალის, დრამატურგის, რეჟისორის, მსახიობის, მამუკა სალუქვაძისადმი მიძღვნილი შეხვედრით გაიხსნება.

ჩანაწერში გამოყენებული ფრაგმენტები მამუკა სალუქვაძის რადიოჩანაწერებიდან.

სტუმარი: დოდო იაშვილი – ჟურნალისტი, მამუკა სალუქვაძის მეუღლე

 

5) „დღეს მე შეგნებულად არ გესალმებით ასე – დილა მშვიდობისა“!  

„ენა არ მომიბრუნდება ვთქვა, რომ ქართული საზოგადოება უმწიფარია. ქვეყნის მთავარი საწვავი სამოქალაქო საზოგადოებაა, რომელიც ძალიან ფხიზელია, მყისიერად რეაგირებს, მაგრამ ხანდახან ნებისყოფა ღალატობს“

სატელეფონო ჩართვა: დავით გორგილაძე – მწერალი, ტელეწამყვანი

წამყვანი: ნიკა ლობილაძე

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: