პიკის საათი - 14.03.2024
პიკის საათი - 14.03.2024

1) „ფილმად ქცეული წიგნები“

ფილმებისა თუ სერიალების შექმნის ინსპირაცია ყოველთვის იყო ლიტერატურა, უამრავი ცნობილი კინოსურათი თუ სერიალი სხვადასხვა ლიტერატურული პირველწყაროს მიხედვითაა გადაღებული.

დღეს კი „ეარის“ სივრცეში, კინომცოდნე თეო ხატიაშვილი ისაუბრებს თემაზე: ფილმად ქცეული წიგნები.

შეხვედრა ინტერაქციულ ფორმატში წარიმართება და დასწრება თავისუფალია.

რესპონდენტი: თეო ხატიაშვილი – კინომცოდნე.

ავტორი: ეკა ხითარიშვილი.

 

2) მდინარეები ქართულ ფოლკლორში

„ლიახვო, ჩემო და ლიახვო“ „შენ ალაზანო“, „ქვედრულა მოდიდებულა“, „ნეტა, შენ, შავო არაგვო“ – საქართველოში კუთხე არ არსებობს, სადაც მდინარისთვის არ უმღერიათ! ქართველი კაცი მდინარეს ესაუბრებოდა – ხან დარდს უზიარებდა, ხან მიჯნურთან შეხვედრას თხოვდა…“, – სოლომონ გოგაშვილი.

14 მარტს მსოფლიო მდინარეთა დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.

რესპონდენტი: სოლომონ გოგაშვილი – „ჩვენებურების“ ხელმძღვანელი.

 

3) თბილისის ზოოპარკში ჟირაფები ჩამოყავთ

სპეციფიკური აგებულების, საკმაოდ ძლიერი და რთულად მოსავლელი ცხოველი ზოოპარკის პირობებში განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს.

ევროპის ზოოპარკებისა და აკვარიუმების ასოციაციის მიერ დადგენილი ცხოველის მოვლის სტანდარტი.

ალგეთის ეროვნულ პარკში ირმების აღდგენის პროგრამა იწყება.

თბილისის ზოოპარკში სპეციალურად აღჭურვილი მანქანა იქნება, რომელიც ვიზიტორს, საფარი პარკის პრინციპით, ზოოპარკის დათვალიერების საშუალებას მისცემს. მანქანით მოძრაობა იქნება შესაძლებელი.

სტუმარი: ზურაბ გურიელიძე – თბილისის ზოოპარკის დირექტორი.

 

4) უსახელო სექსტეტი

გაიცანით ანსამბლი, რომელსაც მაყურებელმა პირველად 2024 წლის 12 მარტს, ნუცა ჯანელიძის ვარსკვლავის გახსნისადმი მიძღვნილ კონცერტზე მოუსმინა თბილისის საკონცერტო დარბაზში.

სტუმარი: ნიკა ლაშხი, რევაზ გოგლიძე, ალექსანდრე მიქელაძე, გუგა ბარისაშვილი, ილია აბრამია და ნიკი მიქელაძე – მომღერლები.

წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: