1) 13 ივნისი ალბინიზმის მიმართ ცნოიერების ამაღლების დღეა
ალბინიზმი მემკვიდრეობითი, გენეტიკური დაავადებაა, რომლის დროსაც დაქვეითებულია პიგმენტ მელანინის შემცველობა კანში, თმასა და თვალში.
ალბინიზმს სიცოცხლისათვის საშიში გამოვლინებები არ ახასიათებს.
ალბინიზმს არ გააჩნია რასობრივი და ეთნიკური გავრცელების თავისებურება.
გავრცელებულია მოსაზრება, თითქოს ალბინიზმის მქონე ადამიანებს წითელი ფერის თვალები აქვთ. ზოგიერთს მართლაც აქვს თვალის მოწითალო ან იასამნისფერი ფერი, უმრავლესობას კი ცისფერი, ბაცი ან მუქი ყავისფერი.
სტუმარი: მაკა ჭიპაშვილი – ექიმი გენეტიკოსი; მედიცინის დოქტორი.
2) ბექა სვირავას აღმოსავლეთ-დასავლეთი პაპირუსზე, ხეზე, ქაღალდზე
სტუმარი: ბექა სვირავა – მხატვარი.
3) ზაფხულის ღამის ჯაზ-ფესტივალი არტოს ბაღში / Midsummer Night Jazz Fest
მეხუთე წელია თბილისის ისტორიულ „არტოს ბაღში“ „ზაფხულის ღამის ჯაზის“საღამოები ტარდება. ფესტივალში ყოველწლიურად მონაწილეობს საქართველოსა და მსოფლიოში აღიარებული 120-მდე ქართველი მუსიკოსი. მათ შორის, ბექა გოჩიაშვილი, ზაზა მარჯანიშვილი, დათო ევგენიძე, ჯგუფი „ირიაო“, ნინო ქათამაძე, რომა რცხილაძე, ჯორჯ მელი, მაია ბარათაშვილი, ლუკა თოფურია, ნუცი ნებიერიძე, ოთარ მაღრაძე, ჯგუფი „ქვინტესენსი“, პაპუნა შარიქაძე, დინი ვირსალაძე, რეზო კიკნაძე, ლევან დეისაძე, უჩა მეტრეველი, ზაზა ცერცვაძე, ეკა დოლიძე, ხონძი, ლევან კემულარია, გია რაქვიაშვილი, გიორგი სამსონაძე, დათო ჯაფარიძე, ნიკა გაბაძე, ხატია ქორიძე, სოსო ცაგარეიშვილი, ლაშა დეისაძე, სანდრო კვაჭაძე, გია სალაღიშვილი, ჯონი თითირაშვილი, გიო კაპანაძე, დათო კაკულია და სხვები.
წელს, ცნობილ მუსიკოსებთან ერთად ფესტივალის სცენაზე გამოჩნდებიან დამწყები, ძალიან საინტერესო მუსიკოსები და ბენდები. ასევე, წელს „ზაფხულის ღამის ჯაზის“ სპეციალური სტუმრები არიან ამერიკელი ჯაზ მუსიკოსები.
რესპონდენტი: მარინა სალუქვაძე – ფესტივალის ორგანიზატორი.
წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: