1) 8 წელი 13 ივლისის ტრაგედიიდან
რესპონდენტები: როსტომ ჩხეიძე, დავით ანდრიაძე, კობა ცხაკაია და ქეთევან ტომარაძე.
2) ნინო ხარატიშვილის შემოქმედება უცხოური მედია ქრონიკებიდან
„ჯილდოს მფლობელი, სრულიად ჯადოსნური საგა“ ;
„მერვე სიცოცხლეს“ გამომცემლები „ქართულ ომსა და მშვიდობას უწოდებენ“;
„მერვე სიცოცხლე“ ჭიქა ცხელ შოკოლადს ჰგავს“ – როგორ აფასებდა უცხოური მედია ნინო ხარატიშვილის შემოქმედებას გასულ წლებში და მისი ახალი რომანი „უკმარი სინათლე“, რომელსაც უკვე ავტორთან ერთად გამომცემლობა „ინტელექტი“ 13 ივნისს 20:00 საათზე წარადგენს.
(სიუჟეტში გამოყენებულია „პიკის საათის“ 2022 წლის 16 დეკემბრის ჩანაწერი. სტუმრები: ნინო ხარატიშვილი – მწერალი; მაია ფანჯიკიძე – მთარგმნელი. წამყვანი: სოფო გოდუაძე; პროდიუსერი: ეკა ტალახაძე)
ავტორი: ელენე ტუშური
3) „შექსპირული სიზმარი და კულისების ლაბირინთები“
თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრში საქართველოს თეატრალური საზოგადოებისა და ჟურნალ „თეატრის“ თაოსნობით გაიმართა განხილვა როსტომ ჩხეიძის მხატვრულ-დოკუმენტური წიგნისა „შექსპირული სიზმარი და კულისების ლაბირინთები“ (რუსთაველის თეატრის ბიოგრაფიული ნატეხები), წიგნს შესავლად დაერთვის რედაქტორის დავით ანდრიაძის ესეი „ჭინჭრაქათა და დევთა ვნებანი…“
ესაა რუსთაველის თეატრის ბიოგრაფიული ნატეხები, მთელს რომ კრავს და ანაწევრებს კიდეც. სულ სამი დღე 1964 წლის სამდღიანი პლენუმია წიგნის „მთავარი მოქმედი გმირი“, მთელი თავისი სიმძაფრით, პერიპეტიებით, ინტრიგებით, ცრემლებით, ღალატით…
რესპონდენტები: როსტომ ჩხეიძე – მწერალი,
დავით ანდრიაძე – წიგნის რედაქტორი; ფილოსოფოსი,
კობა ცხაკაია – კინორეჟისორი,
ქეთევან ტომარაძე – მთარგმნელი; პუბლიცისტი.
ავტორი: ეკა ხითარიშვილი
4) მარტვილის კანიონი და ოკაცეს ჩანჩქერი ღამის 3D განათებით
პირველად საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე მარტვილის კანიონსა და ოკაცეს ჩანჩქერზე მოგზაურობა ღამის საათებშიც ხდება შესაძლებელი. მათივე ცნობით, ეკომეგობრული, საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი 3D განათების სისტემა ზიანს არ აყენებს გარემოს და, ამავდროულად, მოგზაურობას კიდევ უფრო სანახაობრივს ხდის.
რესპონდენტი: ნიკო თევდორაშვილი – დაცული ტერიტორიების სააგენტოს მარკეტინგის და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი.
წამყვანი: სოფო გოდუაძე
5) ეროვნული სასახლის არქიტექტურისა და ინჟინერიის მიმართულების აღსაზრდელთა ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა
საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში, ეროვნული სასახლის არქიტექტურისა და ინჟინერიის მიმართულების წრეების „ხის სათამაშოები“ და „დიზაინი დამწყებთათვის“ აღსაზრდელთა ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა გაიმართება! ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება აღსაზრდელთა მიერ შექმნილი მექანიკური სათამაშოები, ეკოლოგიურად სუფთა მასალისაგან დამზადებული სათამაშო ასაწყობი ფაზლები და ქაღალდის ფერადი აპლიკაციების ორიგინალური ნამუშევრები.
სტუმრები: მედიკო თედიაშვილი – ეროვნული სასახლის არქიტექტურისა და ინჟინერიის მიმართულების ხელმძღვანელი, ალექსანდრა ილაშვილი – ეროვნული სასახლის აღსაზრდელი.
წამყვანი: სოფო გოდუაძე.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: