1) მშვიდობის ბილიკები
– შეწყვეტილი ომი და ფრონტის ხაზზე ნათამაშები ფეხბურთი.
– ჯიმი ჰენდრიკსის „მწუხარების ხმა“ ვუდსტოკის ფესტივალზე.
– მშვიდობისკენ მიმართული გულები, პროტესტი, წარმოსახვა და ყველაზე ზუსტი სიტყვები და ბგერები უკეთესი მსოფლიოსთვის!
ომისა და მშვიდობის თემაზე შექმნილი სიმღერები.
ავტორი: დავით ველიჯანაშვილი
2) დირიჟორი, რომელიც საზღვრებს შლის
„მოყევით იმ ადამიანების გამოცდილების შესახებ, რომლებიც საკუთარ ქვეყანასა თუ რეგიონში, კონფლიქტების გამო დაზარალდნენ“, – ასეთი შინაარსის მატარებელია ის ერთ-ერთი რეკომენდაცია, რომელსაც იუნესკო ოფიციალურ ვებგვერდზე რადიოს მსოფლიო დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით აქვეყნებს.
ჰერმან მაკარენკო, რომელსაც იუნესკოს მშვიდობის არტისტის წოდება მუსიკის მეშვეობით ხალხთა შორის დიალოგის ხელშეწყობისთვის, შემწყნარებლობისა და მშვიდობის, როგორც უმთავრესი ჭეშმარიტებებისადმი ერთგულებისთვის მიენიჭა, იუნესკოს მითითების აღსრულებას აიოლებს. მუსიკოსი საყვარელი საქმით, რომელსაც უფრო მისიად აღიქვამს, ვიდრე პროფესიად, მსოფლიოსთვის თავისი ქვეყნის გასაჭირის ჩვენებას ცდილობს.
ავტორი: სოფო გოდუაძე
3) რადიოს მსოფლიო დღე ქართულ რადიოსადგურებში
რადიოს მსმენელის ნდობა და სიყვარული არასდროს აკლდა. მით უფრო, რომ მთელი ისტორიის განმავლობაში ყველაზე ეფექტური და ადვილად ხელმისაწვდომი რადიომაუწყებლობის მნიშვნელობა დღესაც მზარდია.
2023 წელს რადიოს მსოფლიო დღის დევიზია „რადიო და მშვიდობა“ დღეს ქართული რადიოსადგურების საეთერო ბადეც განსახვავებული და საინტრესოა.
რესპონდენტები: დავით მაღლაფერიძე – რადიო „იმედის“ პროგრამების დირექტორი,
თათა სადრაძე – რადიო ჰოლდინგ „ფორტუნას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი,
დავით ტრაპაიძე – რადიო „აჭარის“ მაუწყებლობის სამსახურის უფროსი,
გვანცა აბაშიძე – რადიო „უცნობის“ წამყვანი,
კატო ოცხელი – რადიო „პალიტრის“ პროდიუსერი,
დოდი ლოლაძე – რადიო „მაესტროს“ ჟურნალისტი,
ავტორი: ეკა ხითარიშვილი
4) ომი და მშვიდობა რადიოში
2023 წელს „რადიოს დღის“ აღნიშვნის თემა ომისა და მშვიდობის საკითხებზეა ორიენტირებული. გასული საუკუნის ისტორიაში კი რადიომ ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.
– „ტექნიკა-შენ“ – მეორე მსოფლიო ომის დროს ამერიკული რადიოსადგურების გზა, როდესაც პროგრამის წამყვანები მსმენელს უშუალოდ საომარ ვითარებაში აყენებდნენ და ისე მოუთხრობდნენ ამბავს.
– BBC – ის რადიოს საბავშვო პროგრამით გავრცელებული 14 წლის პრინცესა ელისაბედის სიტყვა, რომელიც ომის გამო ოჯახებს მოწყვეტილი ბავშვებისთვის ნუგეში უნდა ყოფილიყო.
– „მშვიდობის ხმა,“ რომელიც 1970-იანი წლებიდან 20 წლის განმავლობაში ხმელთაშუა ზღვის ტალღებიდან ავრცელებდა რადიო ტალღებს.
ავტორი: ელენე ტუშური
5) სიყვარულის ხუთი ენა
„რა საოცარია სამყარო, ჩვენ ბავშვობიდან გვასწავლიან ჯერ ლაპარაკს, შემდეგ უცხო ენებსაც, თუმცა ცხოვრების მთავარ გრძნობას თუ თავისი ენა აქვს, ამას არავინ გვეუბნება. არადა დაბადებიდან გაუცნობიერებლად ვეუფლებით მას“, – ნინი ჭაჭია.
ვისწავლოთ სიყვარულის ხუთი ენა: სიტყვები, დრო, საჩუქრები, დახმარება და შეხება.
სტუმარი: ნინი ჭაჭია – პრაქტიკოსი ფსიქოლოგი-ფსიქოთერაპევტი, სერტიფიცირებული ქოუჩი, ბლოგერი.
წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი
6) მშვიდობას რომ ხმა ჰქონოდა…
ჩიტების ჭიკჭიკი, ზღვის მშვიდი ღელვა, სიჩუმე, ხმაური, ბავშვების ჟრიამული – ხმები, რომლებიც მშვიდობასთან ასოცირდება.
რესპონდენტები: მარიამ წიკლაური, ლექსო ქურხული, მებო ნუცუბიძე, დათო ცინცაძე, ნეკა სებისკვერაძე, ლალი ბადრიძე, გიორგი ლიპარიშვილი, თამარ ლომიძე, ნინია სადღობელაშვილი, კოტე იანტბელიძე, ნინო ფიფია.
ავტორი: მარიამ ჩოჩია.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: