პიკის საათი - 12.12.2022
პიკის საათი - 12.12.2022

1) ნოტრ-დამიდან ეიფელამდე

ვირტუალური მოგზაურობა კუნძულ სიტედან მარსის ველამდე, ლუტეციადან პარიზამდე, XII საუკუნიდან XIX საუკუნემდე, „საძულველი ლითონის სვეტიდან“ პარიზის სახესიმბოლომდე და საბოლოოდ, „საფრანგეთის გზების ნულოვან წერტილამდე“.

ავტორი: ელენე ტუშური

 

2) მოხეტიალე მუსიკოსის სიმები…

იგი საკუთარ თავს თანამედროვე ტრუბადურს უწოდებს, ერთ ადგილას დიდხანს არ ჩერდება, სულ გზაშია და სულ გიტარით. ერთნაირი გატაცებით უკრავს ქუჩაშიც და საკონცერტო დარბაზშიც.

ამბობს, რომ თითოეულმა სულმა თავისი გზა უნდა განვლოს, ადამიანები კი რადიოსადგურები არიან… ესტას ტონე თანამედროვეობის ერთ-ერთ ვირტუოზ გიტარისტადაა აღიარებული.

ავტორი: სოფო გოდუაძე

 

3) თამაზ ბაძაღუას „ფანჯრებს იქით“ აზერბაიჯანულ თეატრში

„ხელოვნებას ენა არ აქვს. შესაბამისად, ჩვენს წარმოდგენებს, ენის ბარიერის მიუხედავად, ხშირად სტუმრობენ ადამიანები, რომლებმაც აზერბაიჯანული ენა არ იცინა“, – თურგაი ველიზადე.

12 დეკემბერს ჰეიდარ ალიევის სახელობის თბილისის აზერბაიჯანული პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მცირე სცენაზე გამართავს თამაზ ბაძაღუას პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლის „ფანჯრებს იქით“.

სტუმრები: თურგაი ველიზადე – ჰეიდარ ალიევის სახელობის თბილისის აზერბაიჯანული პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი,

ნარმინ იასანოვა – მსახიობი.

წამყვანი: სოფო გოდუაძე

 

4) „დაო, დითა ხარ ძლიერი!..“

„მე ვარ ლესბოსელი ფემინისტი აქტივისტი. აღიარების შემდეგ შემოქმედება, რომელიც მანამდე მხოლოდ ჩემთვის იწერებოდა, ღია და უფრო მრავალფეროვანი გახდა“, – თინათინ ნოღაიდელი.

თინათინ ნოღაიდელი ქართველი ქვიარ ფემინისტი არტისტია სასცენო სახელწოდებით Rémmée.

ჩანაწერში მოისმენთ სიმღერას ცოცხალი შესრულებით, რომელიც ნინო ხარატიშვილის დაკვეთით დაიწერა პიესისათვის „ფედრა.“

სტუმარი: თინათინ ნოღაიდელი/Rémmée – მომღერალი.

წამყვანი: სოფო გოდუაძე

 

5) თავმდაბლობიდან თავდაჯერებამდე და პირიქით

ქცევის ცვლილება და მასთან დაკავშირებული სამი უნარის გაძლიერება: დაკვირვება, ცნობისმოყვარეობა და ნებისყოფა.

ოქროს შუალედი თავმდაბლობასა და თავდაჯერებულობას შორის.

რესპონდენტი: მაკო ჯაოშვილი – პოზიტიური ფსიქოკონსულტანტი.

ავტორი: მარიამ ჩოჩია.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: