1) ფოტოგამოფენა – „ჯავახეთის სტუდენტური ექსპედიცია 2023“
„აღნიშნულ ღონისძიებაზე სტუმრებს დახვდებათ ექსპედიციის მონაწილე სტუდენტების მიერ გადაღებული ფოტოები, მათი თვალით დანახული ჯავახეთი და სწორედ იმ აქტივობების აღმბეჭდავი კადრები, რომლებიც ექსპედიციას განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს.
ასევე, 2023 წლის ექსპედიციის მონაწილის მიერ, წარდგენილი იქნება პრეზენტაცია ჯავახეთზე, როგორც ისტორიულად და კულტურულად მნიშვნელოვან მხარეზე, ამასთან, ექსპედიციის წვლილზე და საქმიანობაზე“.
რესპონდენტი: სოფიო ნიშნიანიძე – ჯავახეთის სტუდენტური ექსპედიციის ხელმძღვანელი 2017-2023 წლებში.
2) რატი იონათამაშვილი გაეროს შშმ პირთა უფლებების XVII ასამბლეაზე
„დღევანდელი სესიის მთავარი თემა არის ჰუმანიტარულ და საგანგებო მდგომარეობაში შშმ პირთა უფლებრივი მდგომარეობა და ამ თვალსაზრისით განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ოკუპაციაზე, იმაზე თუ როგორ ამძიმებს ოკუპაცია შშმ პირთა უფლებრივ მდგომარეობას. ჩვენ ვისაუბრებთ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში შშმ პირთა მძიმე ჰუმანიტარულ და უფლებრივ მდგომარეობაზე“.
რესპონდენტი: რატი იონათამაშვილი – პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე.
3) „ჩემი უკულელე“
ბექა მარიამული უკულელეს და გიტარის მასწვალებელია, მუსიკით ბავშობიდან იყო გატაცებული ამიტომ არავის გაკვირვებია მისი დაინტერესება სხვადასხვა ინსტუმენტით, კომპაქტური ზომის სიმებიანი საკრავიც შემთხვევით აღმოაჩინა და ამ ინსტრუმენტის შესწავლით დაინტერსდა. ახლა კი საკუთარ გამოცდილებას მოსწავლეებს უზიარებს.
რესპონდენტი: ბექა მარიამული – უკულელეს და გიტარის მასწავლებელი.
ავტორი: ეკა ხითარიშვილი.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: