1) ბერძენი კატერინა კაპოია საქართველოში
„აქ ყველაფერია რაც მომწონს: ზღვაც, მთაც, ბუნებაც. ხალხი კი თბილი და სტუმართმოყვარეა“, – საქართველოზე შეყვარებული ბერძენი გოგონას ქართული ისტორია.
ჩვენს ქვეყანაში ერთკვირიანი მოგზაურობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის სტუდენტობით გაგრძელდა.
რესპონდენტი: კატერინა კაპოია.
ავტორი: მარიამ ჩოჩია
2) „როგორ ცხოვრობ“
82 წლის მაესტროს ჰაიაო მიაძაკის ახალ და მის ბოლო ანიმეს იაპონელი მაყურებელი ერთ თვეში იხილავს. ახალი ნამუშევარის შესახებ საზოგადოებამ მხოლოდ სათაური და ერთადერთი პოსტერის ვიზუალი იცის, რას ეხება ანიმე ამაზე რეჟისორის გადაწყვეტილებით ჯერ-ჯერობით არაფერი ვიცით.
სიახლის გაჟღერებისთანავე გაჩნდა მოსაზრება, რომ ანიმე იაპონელი მწერლის იოშინო გენძაბუროს ამავე სახელწოდების რომანის „როგორ ცხოვრობ“ მიხედვითაა შექმნილი. მიუხედავად იმისა რომ ეს სიახლე არ დადასტურდა, ის სულაც არ იყო საფუძველს მოკლებული – ჰაიაო მიაძაკის რამდენიმე მნიშვნელოვანი ნამუშევარი, ამა თუ იმ ლიტერატურულ ნაწარმოებს ეფუძნება.
ბრიტანელი მწერლის ფანტაზიით შთაგონებული 2004 წლის ოსკარის ნომინანტი ანიმე; იაპონელი მწერლის მოთხრობის ფაბულით მოთხრობილი მეორე მსოფლიო ომის იაპონელი ინჟინერის ბიოგრაფია თუ 13 წლის ჯადოქრის თავგადასავალი, რომელიც მიაძაკიმ საბავშვო რომანის მიხედვით გააცოცხლა – წიგნები და ჰაიაო მიაძაკის შემოქმედება.
ავტორი: ელენე ტუშური
3) „ივანე ჯვახიშვილისა და ანასტასია ჯამბაკურ-ორბელიანის ეპისტოლური მემკვიდრეობა“
„ივანე ჯვახიშვილისა და ანასტასია ჯამბაკურ-ორბელიანის ეპისტოლური მემკვიდრეობა“ – ასე ჰქვია წიგნს, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკამ გამოსცა.
პირადი მიმოწერის კრებულში შესული ქართველი მეცნიერის, უნივერსიტეტის დამაარსებლის, ივანე ჯავახიშვილისა და მისი მეუღლის წერილები, სულ სხვა თვალით დაგვანახებს და გაგვაცნობს დიდ საზოგადო მოღვაწეს, რომელმაც 1906 წელს იქორწინა ანასტასია ნიკოლოზის ასულ ჯამბაკურ-ორბელიანზე. „ანასტასია ცნობილი ქართველი დიდგვაროვანი შტოს წარმომადგენელი გახლდათ, მისი პაპა ვახტანგ ორბელიანი ერეკლე მეორის ქალიშვილის, თეკლეს ვაჟი იყო. ანასტასია, საუცხოო განათლებასთან ერთად, მუსიკალური ნიჭითაც გამოირჩეოდა. გათხოვების შემდეგ მან უარი თქვა სამუსიკო კარიერაზე და მთელი ცხოვრება ოჯახის მოვლას, სახელოვანი მეუღლის სამეცნიერო-საზოგადოებრივი საქმიანობისთვის ხელშეწყობასა და შვილების აღზრდას მიუძღვნა“ – ვკითხულობთ წიგნის ანოტაციაში.
სტუმარი: ზურაბ გაიპარაშვილი – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დირექტორი.
წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი
4) „რანინას“ VI სეზონის გამარჯვებული
„პიკის საათის“ სტუმარია „რანინას“ VI სეზონის გამარჯვებული ანასტასია ვასაძე, რომელიც საქართველოს ხმა იქნება 2023 წლის საბავშვო ევროვიზიაზე.
სტუმრები: ანასტასია ვასაძე – „რანინას“ გამარჯვებული;
მანანა მორჩილაძე – „რანინას“ მუსიკალური ხელმძღვანელი.
წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი
5) სად და რატომ გაიგზავნა გურამ ოდიშარიას სახლის გასაღები?
– ბრიუსელში გაგზავნილი გასაღები, რომელმაც 30 წის წინ მწერლის სახლი გამოკეტა და სოხუმში დაბრუნებას ელოდება.
– აფხაზი ჯუმასა და ქართველი თემურის ამბავი, რომელიც 30 წელია ადამიანებს დავიწყების საშუალებას არ აძლევს!
რესპონდენტი: გურამ ოდიშარია – მწერალი.
წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: