პიკის საათი - 12.05.2023
პიკის საათი - 12.05.2023

1) Georgia.travel – ახალი ტურისტული პორტალი

საქართველოს მთავარი ტურისტული პორტალი. 70-მდე ქვეყნის ტურისტული პორტალის კვლევისა და ანალიზის შედეგად მომზადდა.

ვებგვერდზე საქართველოს მნიშვნელოვანი სანახაობებისა და ტურისტული პროდუქტების შესახებ დარგის კონსულტანტების ჩართულობით 3200-მდე სტატია მომზადდა, ხოლო შემდეგ აიტვირთა ქართულ და ინგლისურ ენებზე.

რესპონდენტი: ინგა ლეკიაშვილი – ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ციფრული პროექტების აღმასრულებელი მენეჯერი.

ავტორი: მარიამ ჩოჩია

 

2) „პრომპტ ინჟინერია“ – მომავლის პროფესია

პროგრამირება კოდის გარეშე და ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით საკომუნიკაციო სისტემების ავტომატიზაცია – საქმე, რომლის საფუძვლიანად შესწავლის შემთხვევაში წლიურად 136000 აშშ დოლარის გამომუშავებაა შესაძლებელი.

სტუმარი: ლევან მოლაშვილი – ონლაინ კომერციის ასოციაციის პრეზიდენტი.

წამყვანი: სოფო გოდუაძე

 

3) „დიდგორის“ ტურნე აჭარაში

ანსამბლი „დიდგორი“ 21-25 მაისს აჭარაში საკონცერტო ტურნეს გამართავს.

„დიდგორი“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყველა მუნიციპალიტეტში ჩაატარებს კონცერტს:

21 მაისი – ქობულეთი; 22 მაისი – ქედა, სოფელი მერისი; 23 მაისი – შუახევი, სოფელი ხაბელაშვილები;  24 მაისი – ხულო, თეატრი; 25 მაისი – ხელვაჩაური, სოფელი აჭარისწყალი დასწრება თავისუფალია.

მგალობელ-მომღერალთა გუნდი „დიდგორი“ 2004 წელს შეიქმნა. მისი დებიუტი 2006 წელს შედგა.  „დიდგორის“ საშემსრულებლო სტილი ტრადიციულია და საზრდოობს საარქივო ჩანაწერებით,  მოიძიებს და აღადგენს ძველ ოსტატთა ნამღერ ვარიანტებს.

„დიდგორი“ აქტიურად მოღვაწეობს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ.

სტუმრები: გივი აბესაძე, ნოდარ ქარცივაძე და ნიკოლოზ ივანიშვილი – ანსამბლ „დიდგორის“ წევრები.

წამყვანი: სოფო გოდუაძე

 

4) თამარ მეფე სვანეთის ისტორიაში

14 მაისს საქართველოში მეფე თამარის ხსენების დღე აღინიშნება. თამარი გამორჩეული მეფეა ბაგრატოვანთა დინასტიაში. ქალის მეფედ კურთხევა XII საუკუნეში განსაკუთრებული ამბავი იყო არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ დანარჩენი სამყაროსთვისაც. მისი მმართველობის პერიოდს „საქართველოს ოქროს ხანას“ უწოდებენ.

თამარი – ქალი მეფე  ხალხის განსაკუთრებული სიყვარულით სარგებლობდა და მასზე მრავალი ლეგენდაა შემორჩენილი ერის მეხსიერებაში. გადმოცემის თანახმად, თამარ მეფე სვანეთს ხშირად სტუმრობდა. უშგულში დღესაც არსებობს მისი ზაფხულისა და ზამთრის რეზიდენცია.

რესპონდენტი: როზეტა გუჯეჯიანი – ეთნოლოგი; თსუ პროფესორი.

ავტორი: ეკა ხითარიშვილი.

წამყვანი: სოფო გოდუაძე.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: