პიკის საათი - 12.02.2024
პიკის საათი - 12.02.2024

1) რადიოგიდი ქორწინების სახლს ესტუმრა, რომელიც თბილისში, უზნაძის ქ. №2-ში მდებარეობს

დიმიტრი უზნაძის ქუჩაზე, ქორწინების სახლის ისტორია 1964 წლიდან იწყება. ვილენ ალავიძემ, თანამოაზრეებთან ერთად, საფუძველი ჩაუყარა საქართველოში პირველ საქორწილო ცერემონიების სახლს. სწორედ ვილენ ალავიძე და ლამარა გაგუა იყვნენ პირველი წყვილი, რომლებმაც ხელი მოაწერეს დიმიტრი უზნაძის ქუჩაზე მდებარე ქორწინების სახლში.

რესპონდენტი: თამარ ძლიერიშვილი – ქორწინების სახლის მენეჯერი.

ავტორი: ეკა ხითარიშვილი.

 

2) რასაც ყველა ვერ ხედავს

„მოყოლის თანდაყოლილი სურვილი მქონდა და ბავშვობაში კლასელებს ვუყვებოდი ფილმებს, რომელიმე ფილმს რომ ვნახავდი და მომეწონებოდა, თავს ვალდებულად ვთვლიდი რომ სხვებისთვის მომეყოლა. ეს სიბერეშიც გავიხსენე, მოვყევი ფრანსუა ტრიუფოს „400 დარტყმა“ და დავარქვი ასეთი სახელი „ანტუან დუანელს დღიურები რომ ეწერა.“

სტუმარი: ზაალ სამადაშვილი – მწერალი.

 

3) ქართული ფოლკლორის კატალოგი და საიტის პრეზენტაცია

საქართველოს ეროვნულ არქივში სრულად აღიწერა კინოფოტოფონოდოკუმენტების, უახლესი და საისტორიო არქივების კუთვნილი ფოლკლორული დოკუმენტები; ასევე დამუშავდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში, ნიკო ბერძენიშვილის კვლევით ინსტიტუტში, ბათუმის რადიოსა და საქართველოს რადიოს არქივებში დაცული ფოლკლორული მასალები. დადგა ფოლკლორული მასალების კატალოგებისთვის სპეციალური ელექტრონული პლატფორმის შექმნის საჭიროება და შეიქმნა ვებგვერდი www.folkcatalog.ge

რესპონდენტი: სანდრო ნათაძე – პროექტის ხელმძღვანელი, ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საერთაშორისო ურთიერთობის სამსახურის კოორდინატორი, არქივარიუსი.

 

4) ეპილეფსიის საერთაშორისო დღე

როგორ ამოვიცნოთ ეპილეფსია, რა არის მისი გამომწვევი მიზეზი და რა ასაკში ხდება დაავადების მანიფესტაცია?

ყოველი წლის თებერვლის მეორე ორშაბათს მსოფლიო ეპილეფსიის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს, წელს ამ დღის აღნიშვნას საქართველოც უერთდება.

სტუმარი: სოფიკო დიღმელაშვილი – ბავშვთა ნევროლოგი, საქართველოს ეპილეფსიასთან ბრძოლის ლიგის ხაზინდარი.

წამყვანი: მარიამ ჩოჩია.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: