1) Сhem ასისტენსი ქიმიის მოყვარულთა სამსახურში
ეს პლატფორმა მიზნად ისახავს მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის ქიმიური ექსპერიმენტების ჩატარების შესაძლებლობას.
სატელეფონო ჩართვა: ელიზბარ ელიზბარაშვილი – პროფესორი, ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი.
2) „კავკასიის ისტორია“
„კავკასიის ისტორია“ – ორტომეულის წარდგენა 11 ოქტომბერს, 15:00 საათზე, მეცნიერებათა აკადემიაში გაიმართება.
კავკასია, როგორც კაცობრიობის ცივილიზაციის უძველესი კერა და ბუნებრივი ხიდი აღმოსავლეთსა და დასავლეთს, ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის, უდიდეს როლს ასრულებდა ხალხთა დაახლოებასა და ურთიერთგაგებაში.
მუდამ უმნიშვნელოვანესი რეგიონი იყო, უნიკალური გეოპოლიტიკური, გეოკულტურული თუ ეკონომიკური მდგომარეობით, მაგრამ უკანასკნელ ათწლეულებში იმ მრავალმხრივმა და მრავალფეროვანმა მოვლენებმა, პოლიტიკური თვალსაზრისით, კავკასიის თითქმის ყველა კუთხეში რომ დატრიალდა, ნებსით თუ უნებლიეთ, სხვა ფაქტორებთან ერთად, ეს რეგიონი ე. წ. „ცხელ წერტილად“ აქცია და მსოფლიოს განსაკუთრებული ყურადღების არეალში მოაქცია.
სატელეფონო ჩართვა: ალეკო დაუშვილი – ისტორიკოსი.
3) 83 წლის ბათუმელი ფოტოგრაფის ამბავი
რვა წლის ასაკში, ფოტოაპარატის ხელში აღებამ ცხოვრება უნებურად შეუცვალა. ზუსტად ახსოვს პირველი ფოტოაპარატიც და მის ფოტოობიექტივში მოხვედრილი ყველა კადრი.
გერმანიაში ცხოვრებისას ფოტოლაბორატორიაში ყველაფერი შეისწავლა და საქართველოში დაბრუნების შემდეგ, ბათუმის კულტურის სახლში პირველი კინო-ფოტო ლაბორატორია გახსნა, რომელიც მაშინ დასავლეთში პირველი იყო. სახელიც სიმბოლურად შეურჩია „იბერია“.
რესპონდენტი: ლერი ანთაძე – ფოტოგრაფი.
ავტორი: ეკა ხითარიშვილი.
4) არქიტექტურული პრემია 2023
„საქართველოს არქიტექტორთა ასოციაციისა“ და ჟურნალ „STYLE”-ს ორგანიზებით, თბილისის მე-17 საერთაშორისო არქიტექტურული კონკურსის – „არქიტექტურული პრემია 2023“-ის საზეიმო დაჯილდოების ცერემონიალი 11 ოქტომბერს, „რედისონ ბლუს“ საპრეზენტაციო დარბაზში გაიმართება.
კონკურსში მონაწილეობას როგორც ქართველი, ისე უცხოელი არქიტექტორები და დიზაინერები იღებენ, მათ შორის, უკრაინიდან, აზერბაიჯანიდან, ინდოეთიდან, ყაზახეთიდან, ბელორუსიიდან, პოლონეთიდან და იტალიიდან.
„არქიტექტურული პრემია 2023“-ის მონაწილეებს პროფესიული ჟიური აფასებს, რომელიც საკონკურსო ნამუშევრებიდან ბოლო წლების განმავლობაში განხორციელებულ საუკეთესო პროექტებს ირჩევს.
სტუმარი: ნინო ლაღიძე – კონკურსის ორგანიზატორი.
5) დილა მშვიდობისა საქართველო! შალომ ისრაელ!
ის საქართველო-ისრაელის ორმაგი მოქალაქეა. სამშობლოში შვილის, ჰაიფის უნივერსიტეტის სტუდენტის, არდადეგების გამო დაბრუნდა და ახლა უკვე ვეღარ ბრუნდება ისრაელში.
ებრაელის ქვრივი, მარტოხელა ჯარისკაცი, ომი, მშვიდობა, სანაპიროს ქვები და ფოთოლცვენის აღლუმი ნინო ქოქოსაძის ქართულ-ებრაულ ამბავში.
სტუმარი: ნინო ქოქოსაძე – ექიმი; პოეტი.
6) დავით შანიძე ანსამბლ „რუსთავის“ ხელმძღვანელად დაინიშნა
დავით შანიძე ქართველი მოღვაწისა და ლოტბარის, ანზორ ერქომაიშვილის მოსწავლეა. მისი პროფესიული საქმიანობა მრავალფეროვანია: იყო ანსამბლ „მართვეს“ სოლისტი; ანსამბლ „ბიჭების“ მოსამზადებელი ჯგუფების მუსიკალური ხელმძღვანელი; ვაჟთა ანსამბლ „გეორგიკას“ დამაარსებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი, სოლისტი. ქართული ეთნოჯაზ-ჯგუფის „შინ“ სოლისტი, ვოკალისტი; ეთნოჯაზ-ჯგუფის „ეგარი“ დამაარსებელი, მხატვრული ხელმძღვანელი, კომპოზიტორი, სოლისტი.
დავით შანიძის პროექტებია: „დავითი და ურსა“ და „დავით-შანი: „კავკასიის მარგალიტი“. იგი 2017 წლიდან დღემდე მონაწილეობს სხვადასხვა მუსიკალურ პროექტში.
სატელეფონო ჩართვა: დავით შანიძე – ანსამბლ „რუსთავის“ სამხატვრო ხელმძღვანელი.
წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: