პიკის საათი - 11.07.2023
პიკის საათი - 11.07.2023

1) სამხრეთ კავკასიის ადრეული ფოტოგრაფიული მემკვიდრეობა

სიმპოზიუმი მიმოიხილავს ადრეული ფოტოგრაფიის ისტორიას და მედიუმის განვითარებას სამხრეთ კავაკსიის რეგიონში ინდუსტრიალიზაციის ეპოქიდან საბჭოთა ოკუპაციამდე. სომეხი, აზერბაიჯანელი და ქართველი მკვლევრები გამართავენ პრეზენტაციებს და ისაუბრებენ რეგიონის ფოტოგრაფიულ მემკვიდრეობაზე, მის მოცულობაზე, მემკვიდრეობის შემნახველ ინსტიტუციებსა და საკითხის ისტორიოგრაფიაზე.

მოხსენებები ასევე შეეხება კერძო და ინსტიტუციურ ფოტოგრაფიულ კოლექციებს და აშშ-ს კონგრესის ბიბლიოთეკის ფონდებს, სადაც სამხრეთ კავკასიის თემაზე მდიდარი ვიზუალური მასალა ინახება.

რესპონდენტები: ნესტან ნიჟარაძე – თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმის სამხატვრო ხელმძღვანელი; ნინო ძანძავა – სიმპოზიუმის კურატორი, მომხსენებელი.

ავტორი: მარიამ ჩოჩია

 

2) ნელსაცხებლები და ეთერზეთები – ღმერთებიდან ადამიანებამდე

ეთერზეთებისა და სხვა ბოტანიკური ნივთიერებების ველნესურ პრაქტიკაში გამოყენაბა სულ მცირე 5 000 წლის წინ დაიწყო.

„ებერსის პაპირუსი“, „ახალი აღთქმა“, „ყვითელი იმპერატორის შინაგანი მედიცინის წიგნი“ – ეგვიპტიდან რომში, რომიდან ისრაელში, ისრაელიდან სპარსეთში, ეთერზეთების გამოყენების პრაქტიკა ანტიკურობიდან თანამედროვეობამდე.

ავტორი: ელენე ტუშური

 

3) ოკუპირებული რეგიონების კულტურული მემკვიდრეობის დაცვა

პროექტის მიზანია ოკუპირებული დიდი ლიახვის ხეობის კულტურული მემკვიდრეობის შესახებ მეხსიერების შენარჩუნება და საზოგადოებისთვის დევნილი მოსახლეობის გაცნობა მათი მტკივნეული წარსულით, ტრადიციებითა და ყოველდღიურობით.

სტუმარი: თამარ სოფრომაძე – პროექტის კოორდინატორი.

წამყვანი: სოფო გოდუაძე

 

4) ანიმაციის მე-2 საერთაშორისო კონფერენცია

11-12 ივლისს, თბილისში გაიმართება ანიმაციის მეორე საერთაშორისო კონფერენცია „ანიმა თბილისი 2023 – ანიმაციის ხელოვნება: დღეს და ხვალ“ გაიმართება. ღონისძიების მიზანია ახალგაზრდების ხელშეწყობა მათი უცხოელ ანიმატორებთან შეხვედრის გზით.

კონფერენცია სხვადასხვა ქვეყანაში მოღვაწე პროდიუსერებს, რეჟისორებს, ანიმატორებსა თუ განათლების სისტემის წარმომადგენლებს საშუალებას აძლევს ისაუბრონ ამ ინდუსტრიაში არსებულ გამოწვევბზე, მოიძიონ პოტენციური პარტნიორები, დაამყარონ სათანადო კავშირები და დამსწრე საზოგადოებას საკუთარი გამოცდილება გაუზიარონ.

სტუმარი: მარიამ კანდელაკი – ორგანიზატორი, ანიმაციის ასოციაციის დამფუძნებელი.

წამყვანი: სოფო გოდუაძე

 

5) „უხერხემლო“ – პრემიერა თუმანიშვილის თეატრში

13-14 ივლისს თუმანიშვილის თეატრში პრემიერაა. „უხერხემლო“ ალექსი ჩიღვინაძის 2017 წელს დაწერილი პიესაა, რომლის შინაარსიც დღემდე რჩება ცხარე დისკუსიის საგნად. ამიტომ სპექტაკლის გმირები (მართა, მამია, ნინო, დანიელი, მღვდელი) და მსახიობები (ნინელი ჭანკვეტაძე, გოგა პიპინაშვილი, ნინა ლორთქიფანიძე, ლუკა ჯაფარიძე, გიორგი ჯიქია) მთავარი სათქმელის გადმოსაცემად განსაკუთრებულად ემზადებიან.

„ბეწვის ხიდზეა გასავლელი იმ ბალანსის მისაგნებად, თუ სად საუბრობს მხატვრული სახე და სად – მსახიობი, როგორც პიროვნება. ეს არც დემაგოგიას უნდა დაემსგავსოს და არც განსხვავებულის მიუღებლობას“, – იოანე (ვანო) ხუციშვილი.

სტუმარი: იოანე (ვანო) ხუციშვილი – რეჟისორი.

წამყვანი: სოფო გოდუაძე.

პროდიუსერუ: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: