1) საერთაშორისო კონფერენცია მოლეკულურ დიაგნოსტიკასა და ონკოგენეტიკაში საქართველოში
პირველი საერთაშორისო კონფერენცია მოლეკულურ დიაგნოსტიკასა და ონკოგენეტიკაში მსოფლიოს წამყვან მეცნიერებს, ექიმებს და ექსპერტებს აერთიანებს და მიზნად ისახავს მოლეკულური დიაგნოსტიკისა და ონკოგენეტიკის როლის გამოკვეთას ონკოდაავადებების პრევენციაში, ადრეულ დიაგნოსტიკასა და მკურნალობის დაგეგმვაში, რითაც მიიღწევა მაქსიმალური ეფექტურობა პაციენტების მართვისას.
სტუმრები: მაია მარტიაშვილი – თოდუას კლინიკის კლინიკური დიაგნოსტიკის ლაბორატორიის ხელმძღვანელი; ანა ფანცულაია – თოდუას კლინიკის მოლეკულური დიაგნოსტიკისა და ონკოგენეტიკის ლაბორატორიის ხელმძღვანელი; მედიცინის დოქტორი; კონფერენციის ინიციატორი და ორგანიზატორი.
2) „ოსური წიგნის ბიბლიოგრაფია“
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი წარმოგიდგენთ ნაირა ბეპიევის „ოსური წიგნის ბიბლიოგრაფია“ პირველად ქვეყნდება.
მასში აღწერილია არა მხოლოდ წიგნები, არამედ პერიოდიკა, საარქივო მასალები, სტატიები, სხვადასხვა ავტორთა შრომები. ამასთანავე, წიგნი მოიცავს როგორც მხოლოდ ოსურად დაწერილ მასალებს, ისე ორენოვან წიგნებსა და ნაშრომებს, აგრეთვე ქართულ და უცხოურ ენებზე დაწერილ ტექსტებს. წიგნში ოსი ხალხის ისტორიის, კულტურის, განათლების, ლიტერატურის, ენისა და სხვადასხვა სახის მასალებთან ერთად, შეტანილია ზოგიერთი ფოლკლორულ-ეთნოგრაფიული მასალაც.
წიგნში მასალები დალაგებულია ქრონოლოგიური თანმიმდევრობით. წიგნს ერთვის საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის აღწერილობის ხელნაწერი ოსური წიგნების ფოტობარათები. ამ წიგნში გამოქვეყნებული ფოტო-კატალოგი ბევრი მკითხველისათვის საინტერესო საკვლევი მასალა იქნება.
სიახლეა ისიც, რომ დღემდე მიუწვდომელი იყო 1990 წლის შემდეგ ცხინვალსა და სხვა ქალაქებში გამოცემული ოსი ავტორების წიგნები. ცხინვალელი კოლეგების დახმარებით წიგნში ეს მასალაც არის გათვალისწინებული.
სტუმარი: ნაირა ბეპიევი – თსუ-ის ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი; პროფესორი; ღირსების ორდენის კავალერი; მეცნიერი, მთარგმნელი, პედაგოგი.
3) MOUA – ახალი მუსიკალური ჯგუფი
ჩანაწერში მოისმენთ ორი სიმღერის პრემიერას და ცოცხალ შესრულებას.
სტუმრები: ირაკლი ლომსაძე და თამარ ჯგუშია.
წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: