1) ერისთავის თეატრი – 180
„2-3 წელიწადში ჩვენ გვექნება თანამედროვე, ყველა სტანდარტს დაქვემდებარებული თეატრი“
„90-იან წლებში მაყურებლის სითბო და სიყვარული იყო სტიმული, რომ ქართული თეატრი არ გაჩერებულიყო. გაყინულ დარბაზში არც მსახიობს ჰქონდა პირობა, არც მაუყურებელს. გორისთვის თეატრი ეს არის უდიდესი ტრადიცია და დღეს ეს ეტყობა ერისთავის თეატრის მაყურებელს“, – ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე.
„მე დამხვდნენ, ჯერ კიდევ, ძველი თაობის არტისტები. მე ასეთი პროფესიონალები დღემდე არ მინახავს. წესიერი და წესრიგიანი არტისტები იყვნენ, თხემით ტერფამდე შეყვარებულნი საქმეზე“, – რამაზ იოსელიანი.
სტუმარი: ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე – ერისთავის თეატრის სამხატვრო ხელმაძღვანელი.
პირდაპირი ჩართვა: რამაზ იოსელიანი – თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი 2004-2006 წლებში.
წამყვანი: მარიამ ჩოჩია.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:
