1) „წმინდა მარინეს ეკლესიის ჩანაწერები“
რა შეიძლება გვითხრას გასული საუკუნის დასაწყისის სოფლის საყდრის ჩანაწერებმა?
დაბადების, ნათლობის, ქორწინების და გარდაცვალების მოწმობებმა?
თითქოს დიდი ვერაფერი, მაგრამ რამაზ გიგაური ახერხებს ამ ჩანაწერების მიხედვით გააცოცხლოს მეოცე საუკუნის დასაწყისის ბობოქარი ამბებიდან თითქოს მოშორებული სოფლის, გრემისხევის მღელვარე ყოველდღიურობა, წარსულიდან გამოიხმოს საკუთარი პერსონაჟები, რომლებსაც უყვართ, სძულთ, ეჭვიანობენ, იბრძვიან და კვდებიან.
„ეს არის წიგნი ადამიანებზე, ადამიანურ ურთიერთობებზე და ხშირად ჩვენ ვერ ვახერებთ რომ ეს ურთიერთობები გავხადოთ ბედნიერების მომტანი“.
სტუმარი: რამაზ გიგაური – წიგნის ავტორი.
2) თამაზ გოდერძიშვილი – 90
„ბატონი თამაზის პიესები, თარგმნილი თუ ინსცენირების სახით, ყველა შედევრია. რომ არა თამაზ გოდერძიშვილი, ალბათ, ქართული თეატრი იმ სიმაღლეზე არ იქნებოდა, რა სიამღლეზეც ახლა არის. არ მომერიდება იმის თქმა, რომ ბატონი თემურ ჩხეიძის წარმატებაში ძალიან დიდი წვლილია ბატონი თამაზ გოდერძიშვილისა“.
რესპონდენტი: სოსო ნემსაძე – გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი.
3) მსახიობი ქეთევან კიკნაძე გარდაიცვალა
„ქალბატონმა ქეთევან კიკნაძემ და გიგა ლორთქიფანიძემ ერთად დაარსეს რუსთავის თეატრი, გამოიარეს ურთულესი პერიოდი. ქალბატონი ქეთევანი ჩვენი უდიდესი გულშემატკივარი იყო, ჩვენმა თეატრმა დაკარგა დიდი მხარდამჭერი და დიდი ხელოვანი“.
რესპონდენტი: სოსო ნემსაძე – გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი.
4) მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2024 – ინგა მოსიაშვილი
„ჩვენი საგანმანათლებლო სისტემის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად სასკოლო კვების საკითხი მიმაჩნია. როგორც ბიოლოგიის მასწავლებელი, ვისურვებდი, შეიქმნას ისეთი ე.წ. „ლანჩბოქსი“, რომელიც მოსწავლეთა ასაკობრივ თავისებურებებზე იქნება გათვლილი და მათი ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური ზრდა-განვითარებისთვის ხელშემწყობი. არჩეული შესაბამისი მენიუ დატვირთული იქნება ეკოლოგიურად სუფთა და ჯანსაღი პროდუქტით, ამავდროულად, მოსწავლეებს განუვითრდებათ ჯანსაღი კვების უნარ-ჩვევები“.
სტუმარი: ინგა მოსიაშვილი – ილია ჭავჭავაძის სახელობის საჩხერის №2 საჯარო სკოლის ბიოლოგიის, ბუნებისმეტყველების და მუსიკის მასწავლებელი.
წამყვანი: მარიამ ჩოჩია.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: