პიკის საათი - 10.07.2023
პიკის საათი - 10.07.2023

1) რევაზ ლაღიძე

„ნოტებში მე სიმღერა არ მისწავლია, ღმერთმა ნუ მასწავლოს, ჩემი სურვილია რომ ბევრი იწანწალონ, როგორც მე მიწანწალია ამ ქვეყანაში, სიმღერასაც უკეთესად აღიქვამს, ადამიანსაც უკეთ გაიგებ და მის კილოკავსაც.“ – რევაზ ლაღიძე.

ავტორი: მარიამ ჩოჩია

 

2) „ჩვენი წახნაგები“

„წარსული აწმყოთი გამოთქვამს თავს. ჩვენს ისტორიულ სიმწიფეს თითქმის მთლიანად მისი ყურისგდების უნარი განაპირობებს. თუ არა და იგი სახეშეცვლილი კვლავ და კვლავ დაგვიბრუნდება და გვაიძულებს, კიდევ ერთხელ გავნვლოთ ის გზა, რომელმაც წინა ჯერზე, თურმე, ვერაფერი გვასწავლა. ამიტომაც არის წარსულთან დიალოგი საზოგადოების სიცოცხლისა და ცხოველმყოფლობის აუცილებლობა“, – ზაზა ფირალიშვილი.

გამოვიდა ზაზა ფირალიშვილის წიგნი „ჩვენი წახნაგები“, რომელშიც აქცენტი წარსულის გადააზრებასა და შეცნობაზეა.

რესპონდენტი: ზაზა ფირალიშვილი – ფილოსოფოსი.

წამყვანი: სოფო გოდუაძე

 

3) „ბეტონის უღელტეხილი. მეწყერი დიდ გზაზე“

„ბეტონის უღელტეხილი. მეწყერი დიდ გზაზე“ გამომძიებელი რეპორტიორის ფილმია, რომელიც 10 ივლისს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გავა.

რეპორტაჟი რიკოთის უღელტეხილზე არსებულ მდგომარეობას და მოსალოდნელ რისკებს ეხება.

რესპონდენტი: ლია ტოკლიკიშვილი – გამომძიებელი რეპორტიორის ავტორი.

წამყვანი: სოფო გოდუაძე

 

4) „ნეტა მალე გათენდეს“ 

16 ივლისს მამუკა სალუქვაძის ლექსების კრებულს „ნეტა მალე გათენდეს“ წარდგენა გაიმართება,  რომელსაც დისკიც ახლავს. წარდგენისას შესრულდება დღემდე უცნობი სიმღერა მამუკა სალუქვაძის  ლექსზე, რომელსაც ინოლა გურგულია ასრულებს.

წამოწყების მთავარი მოტივაცია დავით შუღლიაშვილისთვის სახლში აღმოჩენილი ძველი „ბაბინები“ აღმოჩნდა, რომლის დასაწყისშიც მამუკა სალუქვაძის ფრანგულში მეცადინეობაა ჩაწერილი და რომლესაც მამუკა სალუქვაძის მიერ წაკითხული 33 ლექსი მოჰყვბეა.

სტუმარი: დავით შუღლიაშვილი – მუსიკოლოგიის დოქტორი; ანჩისხატის გუნდის მგალობელი; ინოლა გურგულიას შვილი.

წამყვანი: სოფო გოდუაძე.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: