პიკის საათი - 10.01.2023
პიკის საათი - 10.01.2023

1) SUNDAIZ  

ერეკლე გეწაძისა და ელენე კალანდაძის ახალი პროექტის SUNDAIZ რიგით მეორე სტუდიურმა ალბომმა სულ ცოტა ხნის წინ იხილა მზის სინათლე, ალბომს ჰქვია – Daylight.

პროექტი Lofi ჰიპ-ჰოპის ჟანრის კომპოზიციებს აერთიანებს და საინტერესოა, რომ ალბომში ვოკალის პირველივე დუბლებია ჩასმული.

ჟანრი საკუთარი ფართო დიაპაზონით მსმენელს განტვირთვასთან ერთად, კონცენტრაციაშიც ეხმარება, მოტივაციასაც მატებს, მყუდრო გარემოსაც უქმნის და ნოსტალგიისთვისაც უტოვებს სივრცეს.

რესპონდენტები: ელენე კალანდაძე, ერეკლე გეწაძე – მუსიკოსები.

ავტორი: ელენე ტუშური

 

2) ანიმაციაში გაცოცხლებული ვაჟა-ფშაველას შემოქმედება

ანიმაციით ბავშვობიდანაა დაინტერესებული, სამხატვრო აკადემიაშიც სფეროს საფუძვლიანად შესასწავლად ჩააბარა. შემდეგ იყო კომიქსები და ხატვა. ახლა კი მისი შემოქმედება 100-მდე ანიმაციას აერთიანებს.

ამჯერად ვაჟა-ფშაველას პოემა „ალუდა ქეთელაურის“ პერსონაჟები გააცოცხლა. ცდილობს ახლებური სახით შესთავაზოს მაყურებელს ის მემკვიდრეობა, რაც თაობებს უნდა გადაეცეს.

რესპონდენტი: გიორგი  გაგლოშვილი (გაგლო) მხატვარ-ანიმატორი, ილუსტრატორი; პერსონაჟის დიზაინერი.

ავტორი: ეკა ხითარიშვილი

 

3) „მე ფოთის თეატრი მქვია“

წიგნი, რომლის მთავარი პერსონაჟი ფოთის თეატრია.

თეატრი, რომელიც თავად „გვივყება“ საკუთარ წარსულს.

რესპონდენტი: ლელა ოჩიაური – წიგნის ავტორი.

ავტორი: მარიამ ჩოჩია

 

4) მიწისა და სულის ეკოლოგია

„მთელი ჩემი ბავშვობა ვოცნებობდით, გვემოგზაურა, მაგრამ 90-იან წლებში ამის საშუალება არ იყო. ამიტომ ვთქვი – თუ შორს ვერ მივდივარ, წავალ სიღრმეში. ითვლება, რომ ბუნება კარგად ვიცი, მაგრამ ეს არის მუდმივი გაოცების, გაკვირვებისა და აღმოჩენის საშუალებაა. მთავარია „ეგო “აქციო „ეკოდ!“, – ინგა აბიგლუკოზა.

სტუმარი: ინგა აბიგლუკოზა – მდგრადი მიწათმოქმედების სპეციალისტი.

წამყვანი: სოფო გოდუაძე

 

5) მედეა გონგლიაშვილი – 90

„ის თავისი საქმის დედოფალი იყო. შესანიშნავი იმპროვიზატორი. პრაქტიკულად, ორკესტრი იყო როიალიას ჩარჩოში, რომელსაც შეეძლო მომღერლისათვის სრული ჰარმონია შეექმნა ამა თუ იმ მუსიკალური ნაწარმოების შესრულებისას“, – მაია დათუნაშვილი.

2023 წლის 10 იანვარს ცნობილი კონცერტმაისტერი მედეა გონგლიაშვილი 90 წლის გახდებოდა.

სტუმარი: მაია დათუნაშვილი  – მუსიკისმცოდნე.

წამყვანი: სოფო გოდუაძე.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: