1) რეპრესიებს შეწირული ქართველი ხელოვანების დღემდე უცნობი უნიკალური კადრები
საქართველოს სტუდია „მემატიანეს“ დირექტორმა რევაზ მახათაძემ საცავში 1933 წლით დათარიღებული უნიკალური კადრები აღმოაჩინა.
კინოფირზე დიდი ქართველი რეჟისორის, კოტე მარჯანიშვილის დაკრძალვის კადრებია ასახული.
კინოფირი საქართველოს ეროვნულ არქივში გიორგი კაკაბაძემ აღადგინა.
დადასტურებულია, რომ კადრებში ჩანს სანდრო ახმეტელი, პეტრე ოცხელი, პაოლო იაშვილი…
სტუმარი: რევაზ მახათაძე – საქართველოს სტუდია „მემატიანეს“ დირექტორი
წამყვანი: ნიკა ლობილაძე
2) „დღემდე აგვიანებ“
გამოვიდა ახალგაზრდა ავტორის, თამარ სილაგაძის სადებიუტო წიგნი „დღემდე აგვიანებ.“
„საოცარი გრძნობაა იცოდე, რომ წინ უსაზღვრო შესაძლებლობებია. საოცარი გრძნობაა გიყვარდეს სიცოცხლე. და ყველაზე საოცარია ცოდნა, რომ შენ ახალგაზრდა ხარ“, – თამარ სილაგაძე.
სტუმარი: თამარ სილაგაძე – ავტორი წიგნისა „დღემდე აგვიანებ“
წამყვანი: ნიკა ლობილაძე
3) მონოგრაფია საშიში გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების პრევენციისათვის
2022 წლის სექტემბერში დასრულდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საქართველოს საზღვრისპირა რეგიონების შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტი. კვლევისა და საველე სამუშაოების საფუძველზე კი მონოგრაფია „საშიში გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენები ცენტრალური კავკასიონის საზღვრისპირა რეგიონებში“ გამოიცა.
რესპონდენტი: მარიამ ელიზბარაშვილი – პროექტის ხელმძღვანელი თსუ-ის ასოცირებული პროფესორი, გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი.
ავტორი: ელენე ტუშური
4) უფასო ტაქსი დმანისში
ყოველდღიური, ცოცხალი, ყოფითი თემები, რომელსაც ტაქსის მძღოლს თუ გაუზიარებ – გადაცემა სოციალურ ქსელში და მომადლიერებული მოსახლეობა.
რესპონდენტი: ლაშა ჩხვიმიანი – მსახიობი. მულტიფუნქციური სახელოვნებო ორგანიზაციის „შეხვედრის ადგილის“ თანადამფუძნებელი (დმანისში).
ავტორი: მარიამ ჩოჩია
5) შენი ხმა მნიშვნელოვანია!
საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე ხმის მიცემა 9 დეკემბერს, 23:00 საათიდან დაიწყება.
ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს, მხარი დავუჭიროთ მარიამ ბიგვავას საბავშვო ევროვიზიაზე. ხმის მისაცემად გადადით ბმულზე.
იმისთვის, რომ მხარი დაუჭიროთ საქართველოს წარმომადგენელ მარიამ ბიგვავას, ბმულზე გადასვლის შემდეგ, ბოლომდე უყურეთ მოკლე ვიდეოკოლაჟს, მონიშნეთ საქართველო და ასევე, კიდევ ორი ქვეყანა. შეასრულეთ მარტივი მათემატიკური მოქმედება, რომელიც თქვენს ეკრანზე გამოჩნდება და დააჭირეთ დადასტურების ღილაკს.
ხმის მიცემა შეწყდება 11 დეკემბერს, 19:00 საათზე, საბავშვო ევროვიზიის შოუს დაწყებისას. მას შემდეგ, რაც ყველა კონკურსანტი წარდგება მაყურებლის წინაშე, ხმის მიცემა განახლდება, რა დროსაც შეგვიძლია, უკვე მეორედ მივცეთ ხმა მარიამ ბიგვავას. ხმის მიცემა მხოლოდ 15 წუთი გაგრძელდება. ერთად ვიაქტიუროთ, რათა საქართველომ მოიპოვოს მეოთხე გამარჯვება საბავშვო ევროვიზიაზე.
სატელეფონო ჩართვა ერევნიდან: ნათია უზნაძე – პროდიუსერი,
მარიამ ბიგვავა – საბავშვო ევროვიზიის ქართველი კონკურსანტი.
წამყვანი: ნიკა ლობილაძე
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: