პიკის საათი - 09.07.2024
პიკის საათი - 09.07.2024

1) „გულის ლექსიკონი“

„შეიძლება ითქვას, რომ წარმოდგენილი სალექსიკონო ექსპერიმენტი ფრიად საინტერესო სურათს იძლევა არა მხოლოდ წმინდად ლინგვისტური, არამედ – არანაკლებ – ეთნოლინგვისტური, ლინგვოკულტუროლოგიური, ეთნოფსიქოლოგიური და ენის ფილოსოფიის თვალსაზრისითაც. ამ ერთად თავმოყრილი, „კონცენტრული“ ენობრივი მასალების სახით არაერთი მკვლევრის, შემოქმედი პიროვნებისა თუ, უბრალოდ, მოყვარული ადამაინის ხელთ იქნება, თუ შეიძლება ასე ითქვას, ყველაზე უფრო ქართული ლექსიკონი, გულისგული ქართული ლექსიკისა; და ის, თავის მხრივ, უთუოდ ბევრ წარმატებულ შემოქმედებით აზრს დაუდებს სათავეს“.

სტუმარი: ავთანდილ არაბული – ენათმეცნიერი; წაიგნის ერთ-ერთი ავტორი.

 

2) „მუსიკა და კალიგრაფია“

„პირველად რომ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში მივედი, ისე მოვიხიბლე და იმდენად დიდი კვალი დატოვა ამ სამყარომ ჩემში, რომ დღეს საქართველოს კალიგრაფთა ასოციაციის წევრი ვარ. კალიგრაფია ახლა უკვე ჩემი პროფესიაა“.

„ტექსტი დიდწილად განაპირობებს კალიგრაფიის სტილს. გალაკტიონს ბობოქარი, გაკრული ხელწერა უხდება; „ვეფხისტყაოსანი“ უფრო კლასიკურ დამოკიდებულებას მოითხოს“.

სტუმარი: ნინი იკაშვილი – კალიგრაფი.

 

3) მასწავლებლის ეროვნული ჯილდო – ნინო შუხოშვილი

„16 წლის წინ დავიწყე მასწავლებლობა და პირველივე გაკვეთილზე მივხვდი, რომ ჩემი შემართება და მოტივაცია არ კმაროდა. ამიტომ დავიწყე ფიქრი, როგორ მიმეწოდებინა მოსწავლეებისთვის საგანი უფრო საინტერესოდ. მაშინ ტექნოლოგიები გამოვიყენე აქტიურად“.

„მასწავლებელს თანამედროვე გამოწვევებსა და პროცესებზე უნდა ჰქონდეს წარმოდგენა. მოსწავლეებს მოსწონთ, როდესაც ერკვევი სპორტში, იცი ფილმები, წიგნები, მუსიკალური მიმდინარეობები, რაც მათ აინტერესებთ“.

სტუმარი: ნინო შუხოშვილი – საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიის გეოგრაფიის, მოქალაქეობის და ჩვენი საქართველოს მასწავლებელი; მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2024-ის ფინალისტი.

წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: