პიკის საათი - 09.06.2023
პიკის საათი - 09.06.2023

1) „გაუმარჯოს ჰარი პოტერს!“

სამი წელია ბავშვებისთვის წერს. სამი წელია თანამედროვე უფლისწული არსებობს და სამ წიგნში დაბინავდა. ამჯერად ახალ ზღაპრებს აქვეყნებს, რომელშიც ცნობილი საბავშვო პერდსონაჟებია შემოყვანილი, რაც ბავშვებს კიდევ უფრო მეტად გაუღვივებს კითხვის ინტერესს და დაეხმარება, რომ საბავშვო ლიტერატურის კლასიკა არ დაივიწყონ.

„ლიტერატურული გაზეთი“ მურად მთვარელიძის ზღაპარს „გაუმარჯოს ჰარი პოტერს!“ აქვეყნებს.

რესპონდენტი: მურად მთვარელიძე – ლიტერატორი; ხაშურის სამუზეუმო გაერთიანების მმართველის მოადგილე სამეცნიერო დარგში.

წამყვანი: სოფო გოდუაძე

 

2) „პაპაჩემი ლევან ლეონიძე“

ეს წიგნი, რომელიც ლევან ლეონიძისა და მარია ჰოფმანის დღიურებს, წერილებსა და მათ არქივებში აღმოჩენილ ბევრ ძალიან საინტერესო მასალას ეფუძნება, მკითხველს გულგრილს ვერაფრით დატოვებს და კიდევ ერთხელ შეახსენებს, თუ როგორ გამოაცალა რეპრესიებმა ჩვენს ქვეყანას ის ინტელექტუალური პოტენციალი, რომლის დანაკლისსაც დღემდე ვიმკით.

რესპონდენტი: ნინო ჩხიკვიშვილი – წიგნის ავტორი.

ავტორი: მარიამ ჩოჩია

 

3) თემურ ტონიას Cover Art-ი

ახლობლების მიერ უყდოდ ნაჩუქარი ფირფიტებით წვეული შთაგონება, მხატვრული ხედვა ისეთი მუსიკალური ჟანრებისაც კი, რომლებსაც შეიძლება საერთოდ არ უსმენდე…

9 ივნისს „პეგასი“ (ივ. მაჩაბლის #18) თემურ ტონიას მიერ ვინილებისთვის შექმნილი ყდების გამოფენას უმასპინძლებს.

სტუმარი: თემურ ტონია – ფიფას საფეხბურთო აგენტი; ავტორი წიგნებისა „ჯონ ლენონი“ და „ვინილომაგია-ვინილომანია“.

წამყვანი: სოფო გოდუაძე

 

4) „ირიაო“ 10 წლის იუბილეს რუსთაველის თეატრში აღნიშნავს

„ირიაო გურული სიმღერის მოძახილია და რადგან გურული სიმღერა დიდოსტატების ხვედრია, ჩვენც ასეთი თამასა დავდეთ – მივაღწიოთ სწორედ იმგვარ ხარისხს“, – დავით მალაზონია.

საიუბილეო კონცერტზე ქართული ეთნო-ჯაზ ბენდი ცნობილი სიმღერების ახალ ვერსიებს მეგობრებთან ერთად შემოგთავაზებთ.

სტუმრები: დავით მალაზონია – კლავიში; მიშო ჯავახიშვილი – ვოკალი;  ბიძინა მურღულია – ვოკალი; გიორგი აბაშიძე – ვოკალი .

წამყვანი: სოფო გოდუაძე.

 

5) „პოლიგრაფიული სევდის ქარები“

მხატვარ თეონა პაიჭაძის შემოქმედება განსხვავებული ტექნიკით, დახვეწილი ფერწერული გამით, ორიგინალური კომპოზიციური სტრუქტურითა და თავისუფალი ინტერპრეტაციით გამოირჩევა, რაც ნამუშევარს ესთეტიკურ გამომსახველობას, ექსპრესიულობასა და თავისთავადობას ანიჭებს.

ექსპოზიციაზე „პოლიგრაფიული სევდის ქარები“ წარმოდგენილია საბეჭდი მანქანის ფორმებზე პოლიგრაფიული მასალებისა და შერეული ტექნიკის გამოყენებით შესრულებული ნამუშევრები.

რესპონდენტები: თეონა პაიჭაძე – მხატვარი;

გელა პატიაშვილი – მხატვარი;

ნიკო ჩიქოვანი – თეონა პაიჭაძის მეუღლე;

ლევან წიკლაური – მბეჭდავი.

ავტორი: ეკა ხითარიშვილი.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: