1) „სკიჯის სახლი“ ხიდისთავში
რამდენიმე წლის წინ დედაქალაქიდან გურიაში, სოფელ ხიდისთავში გადავიდა საცხოვრებლად და მეუღლის მშობლების დანატოვარი სახლ-კარი „სკიჯის სახლად“ აქცია, სადაც ხილის დაჩირებას მიჰყო ხელი.
რესპონდენტი: დარეჯან დაკა ბერძენიშვილი – „სკიჯის“ დამფუძნებელი.
ავტორი: ეკა ხითარიშვილი
2) „ჯავახეთი. ისტორიულ-კულტურული ნარკვევი“
„ნათქვამია, ჯავახეთი ოთხმოცჯერ დაიწვა და ოთხმოცდაათჯერ აღდგაო, მკვდრეთით“, – შენიშნავს პუბლიცისტი და მკვლევარი კუკური მეტრეველი, რომელმაც ჯავახეთის ისტორია, უძველესი დროიდან თანამედროვეობამდე, ერთ წიგნად შეკრა.
ნაშრომში საუბარია რეგიონის გეოგრაფიული ლანდშაფტის თავისებურებებზე, ხელოვნების ძეგლებზე, რეგიონში განვითარებული სასოფლო-სამეურნეო დარგებსა და ადგილობრივ ჯავახთა მძიმე ისტორიულ ყოფაზე.
რესპონდენტი: კუკური მეტრეველი – პუბლიცისტი, მკვლევარი.
ავტორი: ელენე ტუშური
3) პროექტი „თეატრალური საგანძური“
„თეატრალური საგანძური“ www.theaters.ge ქართული სპექტაკლებისა და ქართველი თეატრალების ელექტრონული ფონდია, რითაც მომავალი თაობა თეატრის ისტორიას გაეცნობა.
კულტურის სამინისტრომ პროექტი 6 თებერვალს წარადგინა.
სტუმარი: ლაშა ჩხარტიშვილი – თეატრმცოდნე.
წამყვანი: სოფო გოდუაძე
4) ზღვარი სიფრთხილესა და პანიკას შორის
– რამ გამოიწვია მიწისძვრა თურქეთსა და სირიაში?
– რა ვიცით ტექტონიკური ფილების შესახებ?
– როგორ იზომება მიწისძვრის სიმძლავრე და რამდენად უნდა ვერკვეოდეთ სეისმოლოგიურ ტერმინოლოგიაში?
სტუმარი: მიხეილ ჭაბუკაშვილი – პირველი არხის სამეცნიერო სტატიების ავტორი.
წამყვანი: სოფო გოდუაძე.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: