1) სოფელ გლოლაში შემორჩენილი ტრადიცია
გლოლა – სოფელი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, ონის მუნიციპალიტეტში.
გლოლა თოვლიანი მთებითა და მყინვრებითაა გარშემორტყმული. რაჭის ეს სოფელი განსხვავებულია თავისი სეზონურობით, ტრადიციით და ადათ-წესებით.
რაჭული ციგით – ხისგან გამოთლილი დომბურით სრიალი ზემო რაჭის სოფელ გლოლაში ბავშვების და ახალგაზრდების მთავარი გასართობი და ზამთრის უცვლელი რიტუალი იყო.
ციგის კეთება სოფელში ჯერ კიდევ ბევრს ეხერხება, ხელობა ახალგაზრდებმაც ისწავლეს, მათ შორის ილია ბიძიშვილმაც, რომლიც სოფელ გლოლას მკვიდრია და დომბურების სრიალის ტრადიციასთან ერთად ტურისტებს რაჭის ღირშესანიშაობებზეც უყვება, ის სამთო გამყოლი გიდია.
რესპონდენტები: ილია ბიძიშვილი – რაჭული ციგის (დომბურას) ოსტატი,
ნიკოლოზ ბერიშვილი – სოფელ გლოლას მკვიდრი.
ავტორი: ეკა ხითარიშვილი
2) ჯიმი პეიჯი – 79
1944 წლის, 9 იანვარს ინგლისელი გიტარისტის, კომპოზიტორი და პროდიუსერი ჯიმი პეიჯი დაიბადა. იგი ლეგენდარული ინგლისური როკ-ჯგუფის Led Zeppelin გიტარისტი გახლდათ.
ბენდის შემოქმედებიდან გამოარჩევენ Stairway to Heaven, რაც სამოთხემდე კიბეებს ნიშნავს. მაგრამ ამ ჟანრის მოყვარულებისთვის კიბესთან ერთად ერთი ცნობილი გზატკეცილიც არსებობს.
ავტორი: ელენე ტუშური
3) „რადიო იყო ჩემი სახლი, ჩემი სუნთქვა, ჩემი სიცოცხლე, ჩემი სიკვდილი, ჩემი გაცოცხლება და ჩემი იმედი“, – ლამზირა ჩხეიძე
„ის იყო სიკეთით სავსე, სიცოცხლეზე და ადამიანებზე უსაზღვროდ შეყვარებული. თითქოს „ნაშთი ძველი დიდებისა“, – საბა მეტრეველი.
საყვარელი საქმისა და ადამიანების სიყვარულში გალეული თითქმის 93 წელი.
„მიცქირე, როგორ გავხდი! ყველა ფრთა, რაც გამაჩნდა, ამ ქსოვილზე დამეხარჯა. მხოლოდ იმდენი დავიტოვე, ასაფრენად რომ მყოფნოდა! თავს მოუფრთხილდი… ნუ დამივიწყებ, კარგი?!. ისევ უნდა დავბრუნდე ცაში, მშვიდობით!“, – ფრაგმენტი ლამზირა ჩხეიძის გმირის მონოლოგიდან კინოსიტას „წეროს ფრთების“ მიხედვით დადგმულ რადიოსპექტაკლში.
მაყურებელი და მსმენელი ლამზირა ჩხეიძეს ემშვიდობება.
სტუმარი: საბა მეტრეველი – ფილოლოგიის დოქტორი; კრიტიკოსი,
წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი
4) „უკრაინული დღეები“
მწერალი ბექა ქურხული, აფხაზეთის ომის ვეტერან გოგა ჭყონიასთან ერთად, უკრაინაში გატარებული ერთი თვის ამბავს წიგნად კრავს.
10 მაისიდან 11 ივნისამდე გავლილი გზა დღიურის სახით დაიბეჭდა და მკითხველს დოკუმენტური სიზუსტით აწვდის ომისა და ადამიანების ამბავს.
წიგნის წარდგენა 27 იანვარს მწერალთა სახლში შედგება.
სტუმრები: ბექა ქურხული – მწერალი, გოგა ჭყონია – რეჟისორი.
წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი
5) 1 იანვრიდან ამოქმედებული საკანონმდებლო ცვლილებები
✓საჯარო მოხელეები იანვრიდან 10%- ით გაზრდილ ხელფასებს, პენსიონერები კი გაზრდილ პენსიას აიღებენ.
✓ავტომობილის რეგისტრაცია და სანომრე ნიშნის აღება ძვირდება, განმეორებითი ტექინსპექტირება კი ფასიანი ხდება.
✓ გამონაბოლქვზე და ხმაურზე ავტომობილის შემოწმების კრიტერიუმი მკაცრდება.
✓2023 წლიდან ექიმებისა და ექთნების ანაზღაურების მინიმალური ზღვარი განისაზღვრება.
რესპონდენტი: ლევან მახარაშვილი – ადვოკატი.
ავტორი: მარიამ ჩოჩია.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: