1) თბილისის რიგით XVII საერთაშორისო სტუდენტურმა კინოფესტივალმა გამარჯვებულები გამოავლინა
„სელექციის შედეგად, კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში 20 ქვეყნის 27 კინოსკოლა მონაწილეობდა. წლევანდელი საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამის ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ სცენარისტი და დამოუკიდებელი კინორეჟისორი აშვინი მალიკი (ინდოეთი), რეჟისორი და პროდიუსერი მარიამ კანდელაკი (საქართველო), კინორეჟისორი ბერტ ბეიენსი (ბელგიის სამეფო)“.
სტუმრები: თინი ხუციშვილი – ფესტივალის ორგანიზატორი; სანდრო საგინაძე – სტუდენტური ჟიურის წევრი.
2) სოციალური მუშაკები სოციალური ცვლილებების პროცესში
სოციალური მუშაობა, როგორც დისკრიმინაციასთან მებრძოლი პროფესია, სოციალური მუშაკების ჩართვა კანონთშემოქმედების პროცესში დასავლური გამოცდილების მაგალითბი.
სტუმრები: სოფო ხვთისიაშვილი – სოციალურ მუშაკთა გაერთიანების თავმჯდომარე;
ანა ენდელაძე – კონფერენციის მონაწილე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი.
3) მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2024 – დიმიტრი პოპოვი
„შევიგრძენი, როგორ დამიფასდა განვლილი პროფესიული საქმიანობა, მოხდა მისი წარმატებულად აღიარება. მივხდი, რომ ეს იყო რაღაც ახლის დასაწყისი, ახალი შესაძლებლობების გამოწვევების სტარტი“.
„ეს კონკურსი და ამ გუნდის წევრობა შესაძლებლობას მომცემს, შემოვიკრიბო დაინტერესებული კოლეგები და ერთობლივად შევძლოთ STEAM მიმართულების მხარდაჭერა; შევეცადო ამ მიმართულებით დაფინანსების მოპოვება, რადგანაც საინჟინრო რესურსის ქონა სკოლებში გააძლიერებს კვლევა-ძიების აქტივობების განხორციელებას, პროფორიენტაციას“.
სტუმარი: დიმიტრი პოპოვი – სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლის მათემატიკისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების მასწავლებელი.
წამყვანი: მარიამ ჩოჩია.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: