პიკის საათი - 08.05.2023
პიკის საათი - 08.05.2023

1) „აჭარელი მლხენელები“

ცოდნის მოძიებისა და პრაქტიკის მოკვლევის მიზნით მკვლევარი ქალების გუნდი აჭარის იალაღებზე ავიდა. მიზანი მემთევრი ქალების ტრადიციული სამკურნალო ცოდნის შეგროვება-შენახვა იყო.

შეგროვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით შედგა ორენოვანი წიგნი „აჭარელი მლხენელები,“ რომელშიც თავმოყრილია ორმოცამდე მცენარის ილუსტრაცია, მლხენელების მოყოლილი ტრადიციული რეცეპტები და მათი პორტრეტები.

წიგნი შექმნილია პროექტის „ზემო აჭარის მალხინებლები“ ფარგლებში.

რესპონდენტები: ნინი ხუროშვილი – პროექტის იდეის ავტორი; მკვლევარი,

მაია დარჩიძე – ბოტანიკოსი.

ავტორი: ეკა ხითარიშვილი

 

2) ვირი, როგორც გმირი!

8 მაისს ვირების მსოფლიო დღე აღინიშნება.

სახედრის მოშინაურება მთელ მსოფლიოში გავრცელებული პრაქტიკა იყო. შესაბამისად, ვირის სახე უამრავ მითში, ფოლკლორულ გადმოცემასა თუ რელიგიურ წყაროში გვხვდება.

ლურჯა, იო-იო, შრეკის ვირი და სხვა პოპულარული და საყვარელი პერსონაჟები ერთ სივრცეში!

ავტორი: ელენე ტუშური

 

3) „იყო და არა იყო რა…“

– შევჩივლებდი ჩემს ტკივილს და მპასუხობდა როიალი, შეჩივლებდი და მპასუხობდა ფურცელი!

– ვიდრე თავად არ ვიგრძნობ, არასოდეს მიმაქვს სიმღერა მსმენელამდე. შეიძლება არც მივიტანო!

– როცა სიმღერა პოპულარულია, სადავეს ვეღარ დაუჭერ. სიმღერა გაღიარებს, სიმღერა გამოგაჩენს, სიმღერა აამღერებს სხვებსაც. ღმერთმა ქნას, ყველას ემღერებოდეს!

8 მაისს, თბილისის საკონცერტო დარბაზი კომპოზიტორ მარიკა კვალიაშვილის საავტორო კონცერტს – „იყო არა იყო რა“, უმასპინძლებს.

საღამოზე ჰიტად ქცეულ სიმღერებთან ერთად ოცი, ჯერ კიდევ უცნობი, სიმღერა შესრულდება.

პროექტი ერთგვარი ანგარიში იქნება მსმენელის წინაშე. სცენაზე ერთმანეთს ესტრადის 130-მდე მომღერალი და ოპერის ცნობილი სოლისტები შეცვლიან, რომლებიც ქართველი მსმენელისთვის საყვარელ, კომპოზიტორის არაერთ სიმღერას შეასრულებენ.

რესპონდენტი: მარიკა კვალიაშვილი – კომპოზიტორი.

წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი

 

4) PASSION GALLIANO

23 მაისს რიშარ გალიანოს სოლო კონცერტი რუსთაველის ეროვნული თეატრის დიდ სცენაზე შედგება.  მუსიკოსი პირველად შეასრულებს ქართველი კომპოზიტორის ნატალია თოთიბაძის მელოდიას „ტანგო ერთისთვის“ აკორდეონისა და კამერული ორკესტრისთვის.

სტუმარი: ანი ლაღიძე – კომპანიის „თაგისარტს“ გენერალური დირექტორი; სოსო ლაღიძის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალ „თბილისი რიტმის“ დამფუძნებელი.

წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი

 

5) ქართული მუზეუმების წარმატება ევროპის მუზეუმების ფორუმზე EMYA 2023

საქართველოს ისტორიაში პირველად საქართველოს ორი მუზეუმი, ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი და ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის ვანის არქეოლოგიური მუზეუმი  ევროპის მუზეუმების ყველაზე პრესტიჟული პრემიის EMYA2023 ორი უმნიშვნელოვანესი კატეგორიის გამარჯვებული გახდა.

რესპონდენტი: ლანა ქარაია – ICOM საქართველოს თავმჯდომარე; ევროპის მუზეუმების ფორუმის ეროვნული წარმომადგენელი საქართველოში.

წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: