1) მირზა მოდებაძის მუსიკალური საჩუქარი ქალბატონებს
სტუმარი: მირზა მოდებაძე – მუსიკოსი.
2) 17 წლის ნუცა მოდებაძე – სამართალი VS გიტარა
„გიტარა ეს ის არის, რასაც მინდა, რომ ჩემი ცხოვრება მივუძღვნა. 2020 წელს, როდესაც პანდემია დაიწყო და ყველაფერი ჩაიკეტა, აღმოვჩნდი სოფელში და სწორედ მაშინ მივხვდი, გიტარასთან ურთიერთობა მანიჭებს ერთადერთ სიამოვნებას. ის დეპრესიული პერიოდი, რაც ქვეყანამ და მსოფლიომ გამოიარა, სწორედ გიტარამ გადამატანინა“.
სტუმარი: ნუცა მოდებაძე – გიტარისტი.
3) ქალი მრავალეროვან თბილისში
საქართველოში საუკუნეების განმავლობაში სხვადასხვა ეთნოსის წარმომადგენლები მკვიდრობენ და მშვდობიანად ახერხებენ თანაცხოვრებას, თუმცა ჩვენს სამშობლოში მცხოვრები ქალების ყოველდღიურობა სხვადასხვაგვარია, ერთმანეთისგან განსხვავებულია როგორც ქალაქში, ისე მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალების გამოწვევები.
რესპონდენტები: ნესტან ანანიძე – სოლიდარული თემის თანდამფუძნებელი; იურისტი, თინათინ ნარგილა მეჰტიევა – აშუღი,
დოდო ჩიკვაშვილი – ბიოლოგი; ბიოქიმიკოსი; ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი; თელ-ავივის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის, ფიზიოლოგიის და ფარმაკოლოგიის კათედრის პროფესორი,
ევგენია კოტანიდის – საქართველოს ბერძნულ სათვისტომოთა კავშირის თავმჯდომარე,
ლუბო გოლოვინა – ბატუტზე მხტომელი; სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი,
ეკა ბიტკაში – ასურული ენის მასწავლებელი,
ლილი საფაროვა – ქალთა უფლებების სათემო ინიციატივის ხელმძღვანელი; იეზიდური თემის წარმომადგენელი.
ავტორი: ეკა ხითარიშვილი.
4) „ქალი გავლენის ქვეშ“ – კინოჩვენება კინოს სახლში
cinexpress-ის და საქართველოს კინოაკადემიის თანამშრომლობის ფარგლებში, კინოს სახლის ლურჯ დარბაზში, წარმოგიდგენთ, ჯონ კასავეტისის ფილმს, „ქალი გავლენის ქვეშ“ ( A Woman Under the Influence, 1974).
ფილმი დიასახლისზე, რომლის უცნაური ქცევაც მის ქმარს აფიქრებინებს, რომ ის საკუთარი თავისთვის და გარშემომყოფთათვის სახიფათოა.
რესპონდენტი: ალექსანდრე გაბელია – კინომცოდნე.
5) სამთო კომპანიაში დასაქმებული ქალბატონები
ავტორი: მაია გავაშელი.
რესპონდენტები: ნანა ჯაყელი – „არემჯის“ სპილენძის გამამდიდრებელი ფაბრიკის ხიდურა ამწის ოპერატორი,
ქეთი ბენაშვილი – გეოლოგი, გეოტექნიკური სამსახურის უფროსი,
ნანი ქოზაშვილი – „არემჯის“ გეოლოგიის სამსახურის საველე გეოლოგი.
6) საჩუქრის ფსიქოლოგია
„სიყვარულის ერთ-ერთი ენა არის საჩუქრები. ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რას ვჩუქნით, ეს საჩუქარი არის მეტაფორა იმისა, თუ რა დამოკიდებულება გვაქვს ამ ადამიანის მიმართ“.
სტუმარი: ნინი ჭაჭია – ფსიქოლოგი.
წამყვანი: მარიამ ჩოჩია.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: