პიკის საათი - 07.11.2024
პიკის საათი - 07.11.2024

1) მგალობელ-მომღერალ ქალთა ანსამბლი „სათანაო“ 35 წლისაა

სტუმრები: თამარ თოლორდავა, ეკატერინე შოშიაშვილი, ლელა მაზმიშვილი, სალომე ჭანიშვილი, ქეთევან სხილაძე, თეო კეჩხუაშვილი და ტატიანა მეგრელიძე.

 

2) „ბიენალე კოლეჯე“ – ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალ „საჩუქრისა“ და ვენეციის ბიენალეს ერთობლივი პროექტი

საერთაშორისო დირექტორატის წევრების, ვენეციის ბიენალეს დირექტორის ჯანი ფორტეს და მილანის ახალი დრამატურგიის საერთაშორისო ფესტივალის, ფლორენიციის INTECITY სამხატვრო ხელმძღვანელის, მიქელე პანელას საავტორო პროექტი 2024 წლის ფესტივალზე სთავაზობს ახალგაზრდა ხელოვანებს წარმოადგინონ იმ პროდუქციის პრეზენტაცია, რომელიც სურთ რომ შექმნან: ეს იქნება თეატრი, ცეკვა, მულტიმედიური პროექტი თუ ასე შემდეგ, რომელსაც განიხილავს ფესტივალის საერთაშორისო დირექტორატი და გამარჯვებულ პროექტს გადასცემს 10.000 ლარს როგორც ჯილდოს, რათა 2025 წლის პროგრამისთვის განხორციელებული და წარმოდგენილი იყოს მსოფლიო კულტურის მოწინავე ოსტატების გვერდით.

სტუმარი: ირაკლი ჩოჩუა – ფესტივალის ადმინისტრატორი.

წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

 

3) „ასაკი არაფერი ყოფილა! იმდენის ხარ, რამდენისაც გონება და გულია!“

მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში რუსუდან ბოლქვაძის საიუბილეო საღამო და სპექტაკლის პრემიერა გაიმართა.

მსახიობმა ცხოვრების 65 წელი და სცენაზე ყოფნის 45 წელი აღნიშნა.

რესპონდენტები: რუსუდან ბოლქვაძე – მსახიობი; დადგმის ხელმძღვანელი;

ლუკა ინწკირველი – რეჟისორი; ნუცა სულაბაერიძე, ნუცა ანდრონიკაშვილი – მსახიობები.

ავტორი: ეკა ხითარიშვილი.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: