1) ქართული კინო მიტოვებულ კინოთეატრებში
7-15 ნოემბერს გორში, კასპში, ამბროლაურში, ბოლნისსა და თეთრიწყაროში წლების წინ ჩამქრალ 5 ეკრანზე კინო დაბრუნდება. ეს ინიციატივა ეკუთვნით ახალგაზრდებს, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ცხოვრობენ, ისინი ერთმანეთს დაუკავშირდნენ და „ქსელი“ შექმნეს.
„ქსელი“ საერთო იდეებისა და გამოწვევების ირგვლივ გაერთიანებული ადამიანებისა და ორგანიზაციების კავშირია. მიტოვებული კულტურული სივრცეების ერთდროულად გაცოცხლების პროექტი კი „ქსელის“ წევრების თანამშრომლობის პირველი ნაბიჯია.
სატელეფონო ჩართვა: ლაზარე გობეჯიშვილი – „ქსელის“ წარმომადგენელი
2) მანანა ჩიტიშვილი
„ჩემთვის პოეზია სიცოცხლეა. თუკი ლექსი მეწერება, ეს ჩემთვის ყველაზე დიდი ბედნიერებაა, სხვა არაფრის მნატვრელი არა ვარ“ – არაერთი პრემიის ლაურეატი და თანამედროვეობის ერთ-ერთი გამორჩეული პოეტი მონატრებულ მკითხველთან შეხვედრის მოლოდინში.
რესპონდენტი: მანანა ჩიტიშვილი – პოეტი
ავტორი: მარიამ ჩოჩია
3) „სიკეთის დედოფალი“
„სიკეთის დედოფალი“ – ასე ჰქვია ქართული მხატვრული ლიტერატურის ახალ პერსონაჟს, რომელიც ლეგენდებში დაიბადა და რომლის მიზანი სოციალურად დაუცველი და პრობლემური ჯანმრთელობის მქონე ადამიანების დახმარებაა.
დედოფლის სურვილია ხელოვნების გზით ხალხის გულებამდე მიიტანოს გადამდები სიკეთე, ადამიანებს ერთმანეთზე ზრუნვას რომ ასწავლის და რომელიც მთელ სამყაროს გაალამაზებს.
უსახელო ქვეყანა, პეპლისფრთებიანი სპილო, სურვილების ხე, მედალიონი – სწორედ ამ ოთხ ლეგენდას აერთიანებს კრებული „სიკეთის დედოფალი და ლეგენდები“, რომლებიც სამყაროში არსებულ იმ სიკეთეებზე და სითბოზე გვიამბობს, ადამიანებისთვის, განსაკუთრებული მნიშვნელობა რომ აქვს.
რესპონდენტი: თამარ ნიკურაძე – მწერალი; მთარგმნელი
ავტორი: ეკა ხითარიშვილი
4) „პიონერფილმი“ – 65
„რატომღაც ყოველთვის ყველაფერი გამოგვდიოდა, რასაც ჩავიფიქრებდით. ეს არის პიონერფილმი“, – გრიგოლ ჩიგოგიძე.
„ეს არ იყო გარემო, სადაც რამეს ისწავლიდი და წამოხვიდოდი. იქ ცხოვრობდი. იქ სიყვარულისგან დაჩაგრულები ვიყავით“, – რევაზ ცხვარაძე
„რაც უნდა ხდებოდეს, პიონერფილმი ახერხებს ყველაფერი საქმედ აქციოს“, – მირანდა ნამიჭეიშვილი.
სტუმრები: გრიგოლ ჩიგოგიძე – „პიონერფილმის“ ხელმძღვანელი,
რევაზ ცხვარაძე და მირანდა ნამიჭეიშვილი – პიონერფილმელები
5) აღიარება პროგრესისთვის
7 ნოემბრიდან მსოფლიოში მეცნიერებისა და მშვიდობის კვირეული აღინიშნება.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სადოქტორო სკოლის დოქტორანტის, ირაკლი დეკანოზიშვილის სტატია მაღალრეიტინგულ ჟურნალში Teorema: Revista Internacional De Filosofía გამოქვეყნდა.
სატელეფონო ჩართვა გერმანიიდან: ირაკლი დეკანოზიშვილი – ილია სახელმწიფო უნივერსიტეტისა და მიუნსტერის უნივერსიტეტის ერთობლივი სადოქტორო პროგრამის „დემოკრატია, ადამიანის უფლებები.
6) „კლასობანა“ – ხელოვნება ბავშვის განვითარებისთვის
შემოქმედებითი აქტივობების უდიდესი ნაწილი ბავშვისგან ისეთი მოძრაობების შესრულებას ითხოვს, რომლებიც მის მოტორულ განვითარებაზე დადებითად მოქმედებს. ფუნჯის გამოყენებით ხატვა, ნახატების გაფერადება თუ პლასტელინით ძერწვა ბავშვის მოტორულ უნარებს მნიშვნელოვნად ავითარებს. ძერწვა კი ხელს უწყობს ბავშვის გონებრივ განვითარებას.
პატარა მოქანდაკე თემუკა ზაქარიაძე არაერთ გამოფენაში მონაწილეობს და სხვადსხვა აქტივობითაა დაკავებული. ჯერ ზუსტად ვერ გადაწყვიტა ფეხბურთელი იქნება თუ მოქანდაკე, თუმცა, საკუთარი იდეების განხორციელებისკენ მუდმივად მიისწრაფვის და უკვე ნამუშევრების ორი სერიაც შექმნა.
რესპონდენტები: ნატო ბაქრაძე – ფსიქოლოგი,
თემუკა ზაქარიაძე – პატარა მოქანდაკე
ავტორი: ეკა ხითარიშვილი
წამყვანი: ნიკა ლობილაძე
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: