1) საჯარო გამოსვლის ხელოვნება
„ყველა ადმიანს სჭირდება კომუნიკაცია, ის არის სოციალური არსება და მას, ასე თუ ისე, სხვადასხვა გარემოსა და მოცემულობაში სჭირდება სიტყვით გამოსვლა – საჯარო გამოსვლა. ეს არის უნარი და გამოცდილება, რომელსაც სჭირდება გავარჯიშება“, – თინათინ ცერცვაძე.
სტუმარი: თინათინ ცერცვაძე – ფსიქოლოგი, საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის ხელმძღვანელი.
2) ნელი კობიაშვილი – თბილისის საპატიო მოქალაქე
„მე გავლილი მაქვს თბილისის საუკეთსო პერიოდი, ის 60-იანი წლები, როდესაც თბილისს კიდევ შერჩენილი ჰქონდა თავისი ეშხი. როცა ფანჯრები ღია იყო და მუსიკის ხმა ისმოდა, როდესაც დაბადების დღეზე დაუპატიჟებლად 10 კაცი მოდიოდა“, – ნელი კობიაშვილი.
„ჩემი თვალით მყავს ნანახი გალაკტიონი, ნონეშვილი, ირაკლი აბაშიძესთან ოჯახში ვარ ნამყოფი, გოგლა ლეონიძე და ა.შ“, – ნელი კობიაშვილი.
სტუმარი: ნელი კობიაშვილი – ჟურნალისტი, პუბლიცისტი, თბილისის საპატიო მოქალაქე.
3) ქართული მედიცინის ისტორია
„მგელიკა ლიქოკელის ქალიშვილი იხსენებდა, მამასთან მოდიოდნენ ხევსურები და თხოვდნენ ტრეპანაციის გაკეთებას. სამნაირი პასუხი ჰქონია მგელიკას: ვისაც არ სჭირდებოდა ტრეპანაცია ბალახებს ურჩევდა, მეორეს გაუკეთებდა ოპერაციას და მესამეს ეუბნებოდა: „შენ აღარ გიშველის ოპერაცია, იფიქრე ქვეყნიდან ღირსეულად წასვლაზე“ 500-ზე მეტი ოპერაცია ჰქონდა გაკეთებული და არცერთი ცუდი შედეგით“, – რამაზ შენგელია.
სტუმარი: რამაზ შენგელია – ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმის დირექტორი; აკადემიკოსი.
4) ბახვა წერედიანის სახელობის სტიპნედია
რესპონდენტი: გიორგი ლიპარიშვილი – ბახვა წერედიანის მეგობარი.
წამყვანი: მარიამ ჩოჩია.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: