1) ქუჩის მუსიკოსები თავისუფლების მოედანზე
2) რადიოგიდი უნივერსიტეტის ზოოლოგიის მუზეუმში
3) აჭარის ტელევიზია 36 წლისაა
36 წლის წინ, 4 ნოემბერს ეთერში პირველად გავიდა აჭარის ტელევიზია. რა შეიცვალა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში ბოლო ერთი წლის განმავლობაში და რა გამოწვევების წინაშე დგას მაუწყებელი ახლა?
რესპონდენტი: ლადო ტატიშვილი – აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი.
4) თბილისის ბაროკო ფესტივალის ნოემბრის პროგრამა
10 ნოემბერს, რუსთაველის ეროვნული თეატრის მცირე სცენაზე, გერმანელი დირიჟორი და იმლინგის ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი, კორნელია ფონ კერსენბროკი, „საქართველოს სინფონიეტასთან“, თბილისის კონსერვატორიის სტუდენტთა და იმლინგის საფესტივალო გუნდებთან ერთად, პირველად საქართველოში, კალდარა/ზელენკას „განგების მესას“ შეასრულებს!
სოლისტები: ანა ონიანი (სოპრანო), მარგარიტა ცინცაძე (მეცო-სოპრანო), გურამ პაატიშვილი (ტენორი), ლევან ტაბატაძე (ბანი).
5) ინკლუზიური განათლების კურსი
ინკლუზიური განატლების მნიშვნელობა და საჭიროება საზოგადოების თითოეული წევრისთვის.
სტუმარი: თამარ გვენცაძე – ბავშვთა ფსიქოლოგი, უფროსი სპეციალური მასწავლებელი, სოციოლოგი, ინკლუზიური განათლების მენტორი.
6) სოფელ გლდანში დახატული ჟოზე ამერიკაში
რესპონდენტი: გიორგი მარშანია – ჟირაფი ჟოზეს შემქმნელი, სტუდია „ველოსიპედის“ დამფუძნებელი,
წამყვანი: მარიამ ჩოჩია.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: