პიკის საათი - 06.07.2023
პიკის საათი - 06.07.2023

1) პოზიტიური ფიქრის ძალა

„ადამიანი საკუთარი აზრების შედეგია“, – მაჰათმა განდი.

განსაკუთრებული დღე, როდესაც სამყარო მზადაა ჩვენი სურვილების შესასრულებლად.

რესაპონდენტები: ვენგო ლომთაძე – ნუმეროლოგი,

თიკა ქოქაშვილი – ფენ შუის სპეციალისტი.

ავტორი: მარიამ ჩოჩია

 

2) ხმოვანი წიგნები

მსოფლიოში აუდიო/ხმოვანი წიგნების კულტურას დიდი ისტორია აქვს. შემეცნების ამ ფორმას თანამედრივე ადამიანი აქტიურად მიმართავს. საქართველოში ამ მიმართულების წასახალისებლად ჯერ კიდევ ბევრი ნაბიჯია გადასადგმელი.

ხმოვანი წიგნები, როგორც ხელოვნების დარგი და გზა აჩქარებული ყოველდღიურობის ბევრად ნაყოფიერად გასატარებლად.

რესპონდენტი: დავით ხოსიტაშვილი – ხმის რეჟისორი.

ავტორი: ელენე ტუშური

 

3) ფიზიკა – სამყარო ანიდამ ჰოემდე

მოსწავლის უსაზღვრო შესაძლებლობების განვითარებაში გადამწყვეტი როლი აქვს კარგ მასწავლებელს და კარგ სახელმძღვანელოს.

„თანამედროვე ახალგაზრდები ნებისმიერ ტექნოლოგიურ სიახლეს პრაქტიკულად მოიხმარე, მაგრამ ჩვენი თაობისგან განსხვავებით ცნობისმოყვარეობა გაქრა. ამიტომ ჩვენი მიზანია ბავშვებს  ცნობისმოყვარეობა გავუღვივოთ“, – მერაბ ტუღუში.

სტუმარი: მერაბ ტუღუში – ფიზიკის მასწავლებელი, ფიზიკის გრიფირებული სახელმძღვანელოების ერთ-ერთი ავტორი.

წამყვანი: სოფო გოდუაძე

 

4) თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი „F5“

7-8-9 ივლისს, ზუგდიდის თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი „F5“ გაიმართება. მასში ქართველი პოეტები, მწერლები, კინომცოდნეები და მუსიკოსები მიიღებენ მონაწილეობას.

„F5“ მიზანია სახელოვნებო პროცესის დეცენტრალიზაცია და ახალგაზრდა ხელოვანების ჩართულობით რეგიონში კულტურულ-შემოქმედებითი ცხოვრების ხელშეწყობა. ფესტივალს ტრადიციულად ორი მიმართულება ექნება – ლიტერატურული და მუსიკალური ნაწილი.

რესპონდენტი: ნიკა ლაშხია – ფესტივალის ორგანიზატორი.

წამყვანი: სოფო გოდუაძე.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: