1) დადგენილება პარალელური ფორმების შესახებ
ენათმეცნიერების ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს მიერ, მიღებულია შემდეგი წესები: პარალელურ ფორმათაგან გრამატიკულად გამართლებულია ორივე ტიპის წარმოება: დამიხატ-ავ-ს /დამიხატ-ია; დამიდგ-ამ-ს/დამიდგ-ია. თანამედროვე სალიტერატურო ქართულში ლიტერატურულ ფორმად უნდა დარჩეს -ავ და -ამ სუფიქსიანი ფორმები. ხოლო -ია დაბოლოებიანი ანუ ხალხური ფორმები უნდა იქნეს მიჩნეული დასაშვებად. ფორმათა შერჩევა სტილისტიკის საკითხად უნდა დარჩეს: არ უნახავს // არ უნახია; თურმე გაუბამს // თურმე გაუბია; არ დამითესავს // არ დამითესია და ა.შ.
„ლექსიკოგრაფია, ტერმინოლოგია და თანამედროვე ტექნოლოგიები“ – ახალი სამაგისტრო პროგრამის ღია კარის დღე წიგნის სახლში „ლიგამუსი“.
რესპონდენტები: გიორგი გოგოლაშვილი – ნორმის ავტორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი,
თინათინ მარგალიტაძე – ილიას უნივერსიტეტის პროფესორი, ლექსიკოგრაფიისა და ენობრივი ტექნოლოგიების ცენტრის დირექტორი.
ავტორი: მარიამ ჩოჩია
2) მწვანე სახურავების კულტურა საქართველოში
მწვანე სახურავები მცენარეებით დაფარული შენობის სახურავი, რომელიც შეიცავს თერმულ ფოტოელექტრო მზის პანელებს, დაცულია მაღალი ამრეკლავი მასალით და ზრდის შენობის ენერგოეფექტურობას.
საქართველოში მწვანე სახურავების კულტურა საუკუნეების განმავლობაში არსებობდა და დღემდეა შემორჩენილი სამცხე-ჯავახეთში.
მწვანე სახურავები, რომლებიც ჩრდილოეთის ქვეყნებში მრავალი საუკუნის წინ გამოიყენებოდა, სულ უფრო პოპულარული ხდება თანამედროვე არქიტექტურაშიც. ამის მიზეზი მდგრადობისა და სილამაზის გარდა ეკოლოგიური სისუფთავეცაა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ურბანულ ტერიტორიებზე.
რესპონდენტები: მირიან ხოსიტაშვილი – ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე; ეთნოლოგიის დოქტორი,
მონაზონი რაქილი,
ნინო ჩხობაძე – ეკოლოგი; საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/ დედამიწის მეგობრები-საქართველოს თავმჯდომარე.
ავტორი: ეკა ხითარიშვილი
3) ფესტივალი „არტ-გენი“ 20 წლისაა
ანსამბლ „ჩვენებურების“ საგასტროლო ცხოვრება და მზადება „არტ-გენის“ საიუბილეო დღეებისათვის!
სტუმრები: სოლომონ გოგაშვილი, გიორგი სახოკია და გიორგი გობეჯიშვილი.
წამყვანი: სოფო გოდუაძე.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: