პიკის საათი - 06.02.2023
პიკის საათი - 06.02.2023

1) „კიბოს დავამარცხებთ ერთად – მოქმედების დროა!“

კიბოს მსოფლიო დღესთან დაკავშირებოთ, ექიმების, პაციენტების, მედიის და მთავრობის წარმომადგენლების მონაწილეობით შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე მოხდა ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობაზე საქართველოს ყველა მოქალაქისთვის სრული და თანაბარი ხელმისაწვდომობის შესაქმნელად, პეტიციაში დაფიქსირებული მოთხოვნების განხილვა, კერძოდ ონკოლოგიური პაციენტებისთვის მკურნალობაზე პერსონალიზებული მიდგომით ხელმძღვანელობა, დიაგნოზიდან გამომდინარე. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში არსებული ონკოლოგიური პაკეტის სავალდებულო ბაზისურ ონკოლოგიურ პაკეტად აღიარება, კერძო დაზღვევისთვის.

რესპონდენტები: ანა მაზანაშვილი – კავკასიის ონკოსაზოგადოების H.O.P.E. დამფუძნებელი,

ნია შარიქაძე – ონკოლოგი, მარიამ კუხალაშვილი – ქუთაისის კრისტინა კილის სახელობის ონკოლოგიის ცენტრის კლინიკური ონკოლოგი; ამბულატორიის სამსახურის უფროსი,

თამარ ნიშნიანიძე – კავკასიის ონკოსაზოგადოების H.O.P.E. წევრი,

ირმა ზავრადაშვილი – საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის  წევრი.

ავტორი: ეკა ხითარიშვილი

 

2) მიხეილ თუმანიშვილი

„ჩვენი პატარა ქალაქი“, „ბაკულას ღორები“, „დონ ჟუანი“, „ზაფხულის ღამის სიზმარი“, – მიხეილ თუმანიშვილის გამორჩეული სპექტაკლები და მათი მთავარი სათქმელი.

რესპონდენტი: მანანა ტურიაშვილი – თეატრმცოდნე.

ავტორი: მარიამ ჩოჩია

 

3) სიკო დოლიძე – 120

„თუკი ვინმემ რამეს მიაღწია ქართულ თეატრში, ის თუმანიშვილის მოწაფე იყო“

„მიხეილ თუმანიშვილისთვის უკეთესი მოწაფე აღმოვჩნდი, ვიდრე მამაჩემისთვის კარგი შვილი. მამა უდიდესი საზოგადო მოღვაწე იყო და მე მისი ღვაწლი სათანადოდ ვერ დავაფასე“

6 თებერვალი ქეთი დოლიძის ორი გზამკვლევის, სიკო დოლიძისა და მიხეილ თუმანიშვილის დაბადების დღეა.

რესპონდენტი: ქეთი დოლიძე – რეჟისორი.

წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი

 

4) „ცხოვრება ომთან ერთად“

„თუ ვინეს ვიცნობ ამ ქვეყანაზე, რომელსაც შემიძლია უშიშარი ადამიანი ვუწოდო, ეს არის ზაიარა მიქატაძე“, – ნინო ჩუტკერაშვილი .

– სამხედრო ჟურნალისტი ქალი უკრაინის ომში ერთი კამერითა და რუსული აგრესიის დიდი გამოცდილებით!

– ომის საზარელი სახე და კადრს შემორჩენილი ქართველი მებრძოლები!

– „ცხოვრება ომთან ერთად“ –  ფილმი ბრძოლის ველად გადაქცეული პურის ყანებიდან!

სტუმრები: ნინო ჩუტკერაშვილი – ფილმის სცენარის ავტორი,

ზაირა მიქატაძე – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის  თანამშრომელი; ჟურნალისტი.

წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი

 

5) რვა წლის მონაზონი

დევანში სანგვი რვა წლის უმდიდრესი ინდოელი გოგონა იყო, 2023 წლის იანვარში კი მან მემკვიდრეობაზე უარი თქვა და მონაზვნად აღიკვეცა. ამ ამბავმა თავად ინდურ საზოგადოებაშიც აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, არის თუ არა რვა წლის ბავშვის მიერ მიღებული გადაწყვეტილება თავისუფალი ნება?! და რატომ გახშირდა ასეთ ადრეულ ასაკში მატერიალური სამყაროსგან განდგომის სურვილი?!

ავტორი: ელენე ტუშური.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: