პიკის საათი - 05.07.2024
პიკის საათი - 05.07.2024

1) ვოლფრამის სინდრომის მქონე უსინათლო სტუდენტის მაკეტები

„6 წლის ასაკში გამიჩნდა შაქრიანი დიაბეტი, რამდენიმე წლის შემდეგ დამიდგინდა ვოლფრამის სინდრომი. არსებულმა პრობლემებმა გამოიწვია უსინათლოობა, მაგრამ არ შევუშინდი პრობლემებს და შაქრიანი დიაბეტის გაჩენის შემდეგ (6 წლიდან) დავიწყე მაკეტების შექმნა, ჩემი პირველი მაკეტი იყო სამების ტაძარი. ყველა დეტალს და მის ზომებს ხელის შეხებით-შეგრძნებით ვიღებ და ასე ვქმნი მაკეტებს.“

„ჩემი გატაცებით და ხელსაქმით მინდა დავუმტკიცო ყველას, რომ ჩვენ შშმ პირებსაც შეგვიძლია ყველაფრის გაკეთება, ასევე დიდი სურვილი მაქვს რა დაბრკოლებებსაც ვაწყდებით უსინათლოები, ეს ყველა დაბრკოლება მოგვარდეს, რადგან ჩვენც ვიყოთ საზოგადოების სრულფასოვანი წევრები.“

სტუმარი: ჯანო ძირკვაძე – მაკეტების ავტორი.

 

2) მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2024 – ნათია უჩავა

„როცა ათეულში დამასახელეს, ბედნიერებისგან ტირილი დავიწყე. ძალიან გამიხარდა!“

„21-ე საუკუნის მასწავლებელი მუდმივად უნდა ვითარდებოდეს, იზრდებოდეს და არ უშინდებოდეს სიახლეებს. ყოველთვის უნდა ცდილობდეს, საგაკვეთილო პროცესი იყოს ხალისიანი, საინტერესო და ბავშვების ინტერესებზე მორგებული, უნდა უყვარდეს საკუთარი საქმე და ბავშვები“.

სტუმარი: ნათია უჩავა – თბილისის №126 საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი.

 

3) „საქართველოს მრავალფეროვნების ნავსაყუდელი – ხის მეჩეთები და ნაქარგები“

ხით ხუროობის უნიკალური ნიმუშები – ხის მეჩეთები. ქარგვის ოსტატი აჭარელი ქალების ნამუშევრები და პანელური დისკუსია – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის წინაშე არსებული საჭიროებები და გამოწვევები.

სტუმარი: თორნიკე აბულაძე – სოლიდარობის თემი, აღმასრულებელი დირექტორი.

წამყვანი: მარიამ ჩოჩია.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

 

4) ბახვა წერედიანი – ადამიანი თოჯინებს მიღმა

რეზო გაბრიაძის ნამოწაფარმა საკუთარ საქმეზე საოცრად შეყვარებულმა ადამიანმა ცხოვრების მეგზურად თოჯინები აირჩია და ამ გზას ნაბიჯ-ნაბიჯ მიუყვებოდა.

თავისი უნიკალური, სრულიად გამორჩეული ერთი მსახიობის თეატრი შექმნა. ყველას, ვინც კი ერთხელ მაინც გადაეკვეთა გზაზე, თავი დაამახსოვრა საკუთარი ღირსებითა და არჩეული საქმის დიდი სიყვარულით.

რესპონდენტები: გიორგი ლიპარიშვილი – ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, დავით ველიჯანაშვილი – მსახიობი, ნიკოლოზ საბაშვილი – რეჟისორი, თოჯინების სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, დიმიტრი ღვთისიაშვილი – მოზარდ მაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, ნინო ნამიჭეიშვილი – მეთოჯინე.

ავტორი:ეკა ხითარიშვილი.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: