1) ევროპის დღეები საქართველოში
6 და 7 მაისს დაგეგმილი ღონისძიებებისთვის ორბელიანის მოედანი შეირჩა. ევროკავშირის მოქმედი და მომავალი თავმჯდომარე ქვეყნების გათვალისწინებით, ორი დღის განმავლობაში შერჩეული სივრცე შვედური და ესპანური თემატიკით იქნება წარმოდგენილი. პროგრამა მრავალფეროვანია.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, შაბათს ესპანურ დღეზე მისულ სტუმრებს სპეციალურად მოწყობილ სივრცეში სხვადასხვა შემეცნებითი და გასართობი აქტივობა და ინსტალაციები დახვდებათ. მოეწყობა ტრადიციული სამოსისა და ყვავილების გამოფენა.
ანტონიო გადესის თეატრალური დასი კი საქართველოში სტუმრობისთვის ემზადება. ლეგენდარული „კარმენი“ და „ცეცხლოვანი ფლამენგოს შოუ“ ევროპის დღეების ფარგლებში, ორბელიანის მოედანზე შესრულდება.
რესპონდენტი: თათა სვანიძე – მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი,
ბაკურ ბაკურაძე – პროდიუსერი.
ავტორი: ეკა ხითარიშვილი
2) გაიცანით კარლო ჭანტურია
„ჰარლი ჰამპტონი“ და „დაწყევლილი სკამი“ თანამედროვე ქართული ლიტერატურის ორი ახალბედა წევრია. მათი ავტორი კი კარლო ჭანტურია გახლავთ, რომლის სახელი და გვარი წიგნის მაღაზიების თაროებზე მისსავე ქორწინების თარიღს უკავშირდება, ხოლო მწერლობის სტარტი სტუდენტობის პერიოდს.
კარლო ჭანტურიას პერსონაჟები წარსულიდან და უმეტესად ალეგორიულად გვესაუბრებიან.
რესპონდენტი: კარლო ჭანტურია.
ავტორი: ელენე ტუშური
3) სტრასბურგის უნივერსიტეტის ჟურნალისტური განათლების საუნივერსიტეტო ცენტრის გუნდი თსუ-ში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის და მასობრივი კომუნიკაციების მიმართულებას სტრასბურგის უნივერსიტეტის ჟურნალისტური განათლების საუნივერსიტეტო ცენტრის (Centre universitaire d’enseignement du journalisme – CUEJ) 38 სტუდენტი და 10 პროფესორი ეწვია.
ფრანგი სტუდენტების მიერ დანახულ საქართველოს ბეჭდურ, სატელევიზიო და რადიო პროდუქციაში ასახავენ, რაშიც ქართველი თანატოლები დაეხმარებიან. საუკეთესო სიუჟეტები ფრანგული ტელევიზიით გადაიცემა.
პროექტი 3 მაისს დაიწყო და 29 მაისს დასრულდება.
სტუმარი: მანანა შამილიშვილი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის და მასობრივი კომუნიკაციების მიმართულების პროფესორი, ჟურნალისტიკის დოქტორი.
წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი
4) „ხილული უხილავები“ „ქოლგის“ ქვეშ
„ხილული უხილავები“ ანუ ადამიანები, რომლებიც კადრს უკან რჩებიან.
52 ქართველი ფოტოგრაფის პორტრეტი ლევან ხერხეულიძის პერსონალურ გამოფენაზე.
სტუმარი: ლევან ხერხეულიძე – ფოტოგრაფი.
წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი
5) „ბედი ჩაკრულოსი“
5 მაისს, საქართველოს კინოაკადემიის ლურჯ დარბაზში, დათო სიხარულიძის ანიმაციური ფილმის „ბედი ჩაკრულოსი“ პრემიერა შედგება.
„ერთ დღეს წარმოვიდგინე ვინ და რა საშუალებით მოისმენდა კოსმოსში გაშვებულ „ჩაკრულოს“. აი, ეს იდეა გადავთარგმნე კინოენაზე და გამოვიდა „ბედი ჩაკრულოსი“, – დავით სიხარულძე.
რესპონდენტი: დათო სიხარულიძე – რეჟისორი; სცენარისტი.
წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: