პიკის საათი - 05.03.2024
პიკის საათი - 05.03.2024

1) „ძილის ჰიგიენა“ 

„ძილის ჰიგიენა“ ზოგადი ტერმინია, რომელიც ხარისხიანი ძილისათვის საჭირო ყველა კარგ ჩვევას მოიაზრებს, მათი დანერგვით ძილის გაუმჯობესების შანსებს მაქსიმუმამდე გაზრდით.

ძილს კი ჰიპოთალამუსი, ტვინის პატარა, სინათლის მიერ კონტროლირებადი ნაწილი მართავს.

რესპონდენტი: ალექსი ჭიკაძე – სომნოლოგი; „ჰელსიკორის“ სომნოლოგური ლაბორატოორის ხელმძღვანელი.

ავტორი: ეკა ხითარიშვილი.

 

2) „პეტრას განძი“

მართლა ფიქრობ, რომ რჩეული ხარ? ვნახოთ!

1907 წელს ციხისძირის მიდამოებში ნაპოვნი და საქართველოდან გატანილი განძი დღეს ერმიტაჟის საცავებში ინახება.

1977 წელს არქეოლოგმა და ისტორიკოსმა ნინო ხოშტარიამ, შესაბამისი ნებართვის საფუძველზე, განძის აღწერა შეძლო, რაც ერთადერთი მონოგრამის სახით ერთ ეგზემპარადაა დაცული.

სწორედ ეს ამბავი დაედო საფუძვლად ახალი თამაშის შექმნის იდეას.

სტუმრები: ინგა მალაყმაძე – „პეტრას განძის“ ავტორი;

სალომე ღაჭავა – HR პროფესიონალთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი.

 

3) ახალი ქართული თოჯინური ანიმაცია  

  • სიმბოლოებით დატვირთული პოეტური ფილმი პოეზიაზე!
  • თოჯინური ანიმაციით გადმოცემული, მეტაფორებით სავსე სიუჟეტი!
  • 15 წუთი, რომელიც მთელი წლის შრომად იქცა და უკვე მზადაა!

სტუმრები: სოფო ჭინჭარაული – სცენარის ავტორი და პროდიუსერი;

ელენე თავაძე – რეჟისორი და სცენარის ავტორი;

კობა ცხაკაია – კინორეჟისორი, დრამატურგი და მსახიობი.

 

4) გომარ სიხარულიძე – 82

ამონარიდები „პიკის საათის“ არქივიდან

„გომარს რეზო თაბუკაშვილის ლექსით გამოვემშვიდობები – „მშვიდობას ვეტყვი, მალე, ქართულ ზეცის საფირონს და მცირე ტალღად შევერწყმები ზღვას უნაპიროს…“, – მაესტრო რამინ მიქაბერიძე.

„აქაურობას არავინ გამოეკერება, მაგრამ გული დამწყდა, ჯერ კიდევ  ბევრი რამის გაკეთება შეეძლო!“, – მაესტრო თემურ ქევხიშვილი.

„მადლიერი ვარ მისი და მისი ცხოვრების! ახლა უკვე ზუსტად ვიცი, როგორი უნდა იყოს გზა, რასაც გავუყვებით“, – ანსამბლ „შავნაბადას“ ხელმძღვანელი დათო ცინცაძე.

„ბევრს ვმუშაობდით. თურმე, უნდოდა, რომ ცხოვრების არა მხოლოდ ერთ რომელიმე ეტაპზე გვემღერა, არამედ პროფესიონალები დავმდგარიყავით“, – ანსამბლ „ქალგულოს“ წევრი ნინო ბიბილური.

და ბოლოს არის სრულიად უნიკალური სიმღერა.

– ფრაგმენტი „ხაზის რადიოს“ 2012 წლის 28 მარტის გადაცემიდან (ავტორები ლალი სეთურიძე და ეკა ტალახაძე).

მღერის სამი მაესტრო – გომარ სიხარულიძე (პირველი ხმა), თემურ ქევხიშვილი (მეორე ხმა) და ანზორ ერქომაიშვილი (ბანი).

წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: