პიკის საათი - 04.11.2024
პიკის საათი - 04.11.2024

1) რუბრიკა „ადამიანი“ – ალექსანდრე ჯავახიშვილი

ალექსანდრე ჯავახიშვილი საბჭოთა კავშირის დროს ატომური სტრატეგიული წყალქვეშა ნავის პირველი მეთაური გახლდათ, რომელმაც 1972 წელს საბჭოთა წყალქვეშა ხომალდით, ბალისტიკური-სარაკეტო წყალქვეშა ატომური კრეისერით დედამიწას გარშემო შემოუარა.

რესპონდენტი: ლევან ვეშაპიძე – პირველი რანგის კაპიტანი, საქართველოს საზღავო ძალების ყოფილი სარდალი.

ავტორი: ეკა ხითარიშვილი.

 

2) ვსაუბრობთ ზაალ სამადაშვილზე

„რატომ მიყვარდა ზაალთან ურთიერთობა? უამრავ თემაზე, რომელიც მე მიყვარს, მასთან თავისუფლად შეიძლებოდა საუბარი“, – გაგა გობრონიძე.

„ეს დანაკარგი მიჯნასავით გამოდგა ჩემთვის. სულ მინდოდა რამე მეთქვა და ვერ ვუთხარი“, – გიორგი შარაშენიძე.

️ სტუმრები: გიორგი შარაშენიძე – „ინტელექტისა“ და „არტანუჯის“ რედაქტორი; გაგა გობრონიძე – „საქართველოს რადისო“ წამყვანი.

 

3) 4 ნოემბრის დილა ზამთრისპირა ხევსურეთში

პირდაპირი ჩართვა არდოტიდან: ნიკო (მურღვა) არდოტელი – სოფელ არდოტის მკვიდრი; პოეტი; მესაზღვრე.

 

4) „აკუსტიკის“ ახალი ფორმატი

„საერთოდ ახალი სამყარო გადაიშალა ჩემს თვალწინ და მიხარია, რომ ამ გუნდის წევრი გავხდი. ერთ-ერთი საუკეთესო პროექტია ქართულ ტელესივრცესი“, – სოფო გორელაშვილი.

„30 წელია ამაზე ვჩხუბობ – ქართველმა მომღერალმა ქართულად უნდა იმღეროს. გარდა ამისა, ქართულ ამბავს უნდა ჰყვებოდეს. არ არის საჭირო „როკ-სთარობის“ თამაში“, – გიორგი ასანიშვილი.

სტუმრები: სოფო გორელაშვილი – „აკუსტიკის“ წამყვანი; გიორგი ასანიშვილი – „აკუსტიკის“ მთავარი პროდიუსერი და წამყვანი.

 

5) „ალიონს შევხვდები“ – მაკა კვერენჩხილაძის თბილისური დილა

ამერიკაში მცხოვრებ ჩვენს თანამემაულე მაკა კვერენჩხილაძეს მსმენელი უკვე კარგად იცნობს.

ვერთგულებთ ტრადიციას და საქართველოში ჩამოსვლისას მაკა „პიკის საათის“ სტუმარია ახალი ამბებითა და ახალი შეგრძნებებით.

️ სტუმარი: მაკა კვერენჩხილაძე-კარტაიზერი – მწერალი.

წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: