1) ფრანკფურტის ქართველოლოგიური კვლევითი ცენტრის დირექტორად მარიამ ყამარაული დაინიშნა
სტუმრები: მანანა თანდაშვილი – გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ფრანკფურტის გოეთეს სახელობის უნივერსიტეტის ემპირიული ენათმეცნიერების ინსტიტუტის კავკასიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი; მარიამ ყამარაული – ფრანკფურტის ქართველოლოგიური კვლევითი ცენტრის დირექტორი.
2) „ალდი“ ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალის საუკეთესო მოკლემეტრაჟიან ფილმად აღიარეს
„ეს არის ამბავი კაცზე, რომელიც მარტო ცხოვრბს და ფიქრობს, ვინ უპატრონებს მას და მის სოფელს. ფილმის სცენარი 2012 წელს დაწერილი ჩემი პოემის მიხედვით შეიქმნა. ფილმში არაპროფესიონალი მსახიბები მონაწილეობენ. მთავარ როლს ასრულებს გოგია გიგაური, რომელიც სრულიად მარტო ცხოვრობს ხევსურეთში“, – გიორგი არაბული.
გიორგი არაბულის ფილმი „ალდე“ ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა ნომინაციით „საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი“
რესპონდენტი: გიორგი არაბული – მწერალი; დებიუტანტი რეჟისორი.
3) კოსმოსის მსოფლიო კვირეული და სიახლეები კოსმოსიდან
„მზის სისტემაში, შეიძლება იყოს მიკრობული სიცოცხლე იუპიტერისა და სატურნის თანამგზავრებზე. როგორც დედამიწას ჰყავს ბუნებრივი თანამგზავრი მთვარე, ასევე ჰყავს იუპიტერს ევროპა, ხოლო სატურნს ენცელადი. ეს ორი ობიექტი იმით არის გამორჩეული, რომ სქელი ყინულის ფენით არის დაფარული და მეცნიერულად უკვე დადგინდა, რომ ამ ყინულის ფენის შიგნით არის ოკეანე, რომლის სიღრმეც ასეულობით კილომეტრს აღწევს, არ არის გამორიცხული რომ ამ ოკეანეში არსებობდეს მიკრობული სიცოცხლე“, – მიხეილ ჭაბუკაშვილი.
სტუმარი: მიხეილ ჭაბუკაშვილი – პირველი არხის ვებ გვერდის სამეცნიერო სტატიების ავტორი.
4) „ქართული ხმების“ სიმღერები ახალი არანჟირებით
„ჩემი მხარე“, „მშვენიერი ქუთაისი“, „ბათუმო“, „როგორ დავემდურო ბედს“, და „წუთისოფელი“, – ხუთი სიმღერის ახალი სიცოცხლე.
სტუმარი: ვასილ დოლიძე – ანსამბლ „ქართული ხმების“ უფროსი თაობის სოლისტი, ლოტბარი.
5) „თეთრი ქალაქი“
„ზღაპარი ჭიანჭველეთსა და მოხერხებულ ბინადრებზე, სამართლიან ბუზე, მაცდურ ობობებზე, ჯადოსნურ ფანქრებზე, ნამცეცა ბჟუზე, კეთილ და სათნო სამოთხის ჩიტზე თუ გამრჯე, გულმოდგინე, სამშობლოზე დადარდიანებულ სევდიოზე“, – ნინო ცირამუა.
„ამ ჯადოსნურ ამბებს ჩემს შვილებსა და შვილიშვილებს ძილისპირულად ვუამბობდი. ხშირად, ზღაპრის გმირებს თავად ირჩევდნენ და მეც ვთხზავდი თავგადასავლებს“, – ნინო ცირამუა.
რესპონდენტი: ნინო ცირამუა – წიგნის ავტორი.
წამყვანი: მარიამ ჩოჩია.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: