1) არაგვს გატანებული „აფხაზეთის პეიზაჟი“
მხატვარი დავით ბაძაღუა თავის წილ აფხაზეთს გულით დაატარებს და სხვადასხვა აქტივობებით ცდილობს საზოგადოებას უფრო მეტი ინტერესი გაუჩინოს აფხაზეთის მიმართ. ამიტომ სიმბოლურად 27 სექტემბერს საკუთარი ნახატი, „აფხაზეთის პეიზაჟი“ მდინარე არაგვს გაატანა.
რესპონდენტი: დავით გუა (ბაძაღუა) – მხატვარი.
ავტორი: ეკა ხითარიშვილი.
2) თბილისის საარქივო ფილმების მეორე საერთაშორისო ფესტივალი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საარქივო ფილმების მეორე საერთაშორისო ფესტივალზე მსოფლიოს 15 ქვეყნის საარქივო და კინოინსტიტუციაში დაცული 38 დოკუმენტური, მხატვრული თუ ანიმაციური ფილმი იქნება ნაჩვენები.
რესპონდენტი: სოფიო ჯობავა – ეროვნული არქივის საზოგადოებასთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი.
3) ჭადრაკი, როგორც ყველა დროის ინტელექტუალური თამაში
მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი და პრიზიორი საჭადრაკო ეტიუდების შედგენაში დავით გურგენიძე 70 წლისაა.
იგი წლებია ეროვნული სასახლის ვახტანგ ქარსელაძის სახელობის საჭადრაკო სკოლის მთავარი მწვრთნელია და ბავშვებს არა მხოლოდ ასწავლის თამაშს, არამედ წვრთნის მათ იმ საინტერესო ორთაბრძოლებისათვის, რასაც საჭადრაკო დაფასთან შეხვედრა ჰქვია. გამოცემული აქვს 4 წიგნი და უკვე დასაბეჭდად მზადდება მეხუთე.
სტუმარი: დავით გურგენიძე – საერთაშორისო დიდოსტატი საჭადრაკო კომპოზიციაში.
წამყვანები: ელენე ბილიხოძე და დავით ველიჯანაშვილი.
4) ფესტივალი „საჩუქარი“ ბრუნდება!
ფესტივალი, რომელიც 1997 წლიდან ყოველწლიურად ტარდება, 2023 წელს 21 ოქტომბრიდან 7 ნოემბრამდე უმასპინძლებს მაყურებელს თბილისის თეატრალურ სივრცეებში.
რესპონდენტი: ქეთი დოლიძე – ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი.
5) ქართველ მთარგმნელებს „ფრანგული რენესანსის“ ოქროს მედლები გადაეცათ
La Renaissance Française-ის საერთაშორისო პრეზიდენტმა, დენის ფადამ ქართველი მთარგმნელები ჟორჟ ეკიზაშვილი და ბაჩანა ჩაბრაძე „ფრანგული რენესანსის“ ოქროს მედლებით დააჯილდოვა. მისმა აღმატებულება საფრანგეთის ელჩმა საქართველოში, მადამ შერაზ გასრიმ მედალი პირადად გადასცა ჟორჟ ეკიზაშვილს. საფრანგეთში მცხოვრებ ბაჩანა ჩაბრაძეს კი ჯილდოს მოგვიანებით გადასცემს საფრანგეთში საქართველოს ელჩი, მისი აღმატებულება ბ-ნი გოჩა ჯავახიშვილი.
რესპონდენტი: ბაჩანა ჩაბრაძე – მთარგმნელი.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: