1) რა არის კოსმოსი?
რა არის კოსმოსი? კითხვა, რომელიც ერთხელ მაინც ყველას გაგვჩენია და რაზეც ერთხელ მაინც დავფიქრებულვართ…
არადა ყველაზე მეტად ეს კითხვა პატარებს აწუხებთ, ინტერვიუს დროს ზოგმა თქვა კოსმოსი თვითმფრინავიო, ქვეყანააო, გლობუსიაო, ზოგმა რაკეტაო და კიდევ ბევრი რამ ჩამოთვალეს პატარებმა.
ავტორი: ეკა ხითარიშვილი
2) ხედი კოსმოსიდან
პატარა მოცისფრო-მოთეთრო კაშკაშა წერტილი – როგორ ჩანს დედამიწა კოსმოსის სხვადასხვა წერტილიდან?
რესპონდენტი: გიორგი რამიშვილი – ასტრონომი, ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, აბასთუმნის ობსერვატორიის მეცნიერ თანამშრომელი.
ავტორი: მარიამ ჩოჩია
3) როგორ უნდა მოეწყოს საოფისე სივრცე?
ოფისი სხვადასხვა ხასიათის ადამინების თავშეყრის ადგილია. თუმცა, ამ მრავალფეროვნების მიუხედავად მნიშვნელოვანია ყველა კომფორტულად გრძნობდეს თავს.
როგორ მოვაწყოთ საოფისე სივრცე და რა სიახლეებია ამ ტიპის ინტერიერის მოწყობაში?
რესპონდენტი: ნია მგალობლიშვილი – დიზაინერი
ავტორი: ელენე ტუშური
4) მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მოლოდინში
5 ოქტომბერს კონკურსის, „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ 2022 წლის გამარჯვებული გამოვლინდება.
უკვე მე-6 წელია პრესტიჟი არ დაუკარგავს კონკურსს, რომელმაც ამ წლების განმავლობაში 60 საუკეთესო მასწავლებელი გამოავლინა. წელს საუკეთესო მასწავლებელი ჯილდოდ 15 000 ლარს მიიღებს.
სტუმარი: გიორგი ჭანტურია – მასწავლებლის ეროვნული ჯილდო
5) 304-ე აუდიტორია კემბრიჯის უნივერსიტეტი
საუნივერსიტეტო ქალაქი საუკუნოვანი გამოცდილებით, უამრავი სხვადასხვა მიმართულების კოლეჯით, უნიკალური ბიბლიოთეკით და სისტემით, რომელიც სტუდენტებს არა მხოლოდ პროფესიის დაუფლებაში ეხმარება, არამედ დარგთან დაკავშირებულ პროცესებსაც აყვარებს.
ავტორი: ელენე ტუშური
წამყვანი: ნიკა ლობილაძე
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: