პიკის საათი - 03.07.2024
პიკის საათი - 03.07.2024

1) მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2024 – ნათია ნაფეტვარიძე

„მასწავლებელი მზად უნდა იყოს ნებისმიერი გამოწვევისთვის, მოსწავლეებსაც სწორედ ეს უნდა ასწავლოს. სწორედ ასეთი მასწავლებლები შეძლებენ, აღზარდონ არა მხოლოდ აკადემიურად წარმატებული მოსწავლეები, არამედ სრულყონ ისინი პიროვნულად და მოამზადონ რთულ და წინააღმდეგობებით სავსე სამყაროში საკუთარი ადგილის დასამკვიდრებლად“.

სტუმარი: ნათია ნაფეტვარიძე – თბილისის №161 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი; მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2024 წლის ფინალისტი.

 

2) თბილისში სულხან გველესიანის ვარსკვლავი იხსნება

სტუმარი: სულხან გველესიანი – ბარიტონი; თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი 2002 წლიდან.

 

3) თსუ-ის გუნდის წარმატება ტელდერსის სახელობის საერთაშორისო სამართლის იმიტირებულ სასამართლო პროცესებში

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა მორიგ ჯერზე წარმატებით იასპარეზა ტელდერსის სახელობის საერთაშორისო სამართლის იმიტირებული სასამართლო პროცესების 47-ე საერთაშორისო რაუნდებში.

თსუ საერთაშორისო კონკურსზე წარადგინეს იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა: მარიამ ონიანმა, ანანო ნაჭყებიამ, დემეტრე დიასამიძემ და ელენე-ეკატერინე დვალიძემ. გუნდის მწვრთნელი იყო საერთაშორისო სამართლის პროგრამის მაგისტრატურის სტუდენტი ალექსანდრე პატარაია.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდის მოსარჩელეებმა ჯამური შეფასებით, საერთაშორისო რაუნდებში წარმატებული ასპარეზობის შედეგად, საპრიზო მე-3 ადგილი, ხოლო წერილობითი პოზიციებით როგორც მოსარჩელეებმა, ისე მოპასუხეებმა – მე-5 ადგილი დაიკავეს. გუნდის წევრებმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვეს და საუკეთესო სპიკერთა შორის მოხვდნენ.

სტუმარი: ალექსანდრე პატარაია – 2024 წლის ტელდერსის სახელობის საერთაშორისო იმიტირებული სასამართლო პროცესის მონაწილე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდის მწვრთნელი.

წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: