პიკის საათი - 03.05.2023
პიკის საათი - 03.05.2023

1) კანონი „ზოგადი განათლების შესახებ“

საქართველოს კანონში ცვლილება შედის, რომლის მიხედვით, 2023-2024 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი პირველ ნოემბრამდე შეუსრულდებათ.

რას გულისხმობს სასკოლო მზაობა და რას ცვლის მშობლისა თუ ბავშვის ცხოვრებაში ერთი წელი?

რესპონდენტები: თამარ გაგოშიზე – ნეიროფსიქოლოგი,

ეკო ესებუა, მარიამ საღინაძე, ლაშა ხარშილაძე, ხატია ენუქიძე – მშობლები.

ავტორი: მარიამ ჩოჩია

 

2) „ექსელენს ცენტრი“ მშენებლობის და ლოგისტიკის მიმართულებით

საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განათლების უმაღლესი ხარისხის მიღწევა, პროფესიულ განათლებაში ტექნოლოგიური ინოვაციების დანერგვა, ბიზნეს სექტორთან თანამშრომლობა,  რეალური სამუშაო გამოცდილებით ინდუსტრიის განვითარება – ეს ის ძირითადი მიზნებია, რომელთა განხორცილებისთვისაც უახლოეს მომავალში პროფესიული სასწავლებელი „ექსელენს ცენტრი“ ამოქმედდება. პროექტი გერმანიის მთავრობისა და გერმანიის რეკოსნტრუქციისა და განვითარების ბანკის (KFW) მხარდაჭერით ხორციელდება.

სტუმარი: ნათია გვირჯიშვილი – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.

წამყვანი: სოფო გოდუაძე

 

3) „პრესის თავისუფლება – გამოწვევები ციფრულ ეპოქაში“

პირველი არხის ჟურნალისტი ლიანა მარქარიანი ფრისრიხ ნაუმანის ფონდის მხარდაჭერით  გერმანიაში, საერთაშორისო პროექტში „პრესის თავისუფლება – გამოწვევები ციფრულ ეპოქაში“ მონაწილეობისათვის გაემგზავრა.

ჟურნალისტები მსოფლიოს 30 ქვეყნიდან გერმანიის სამ ქალაქში გუმერსბახში, კიოლნსა და ბერლინში გამართულ შეხვედრებზე მედიის წინაშე მდგარ პრობლემებზე ისაუბრებენ.

რესპონდენტი: ლიანა მარქარიანი – პირველი არხის ჟურნალისტი, თსუ მოწვეული ლექტორი, მედიაფსიქოლოგი.

წამყვანი: სოფო გოდუაძე

 

4) „გუდასტვირზე დასაკრავი იმპორვიზაციები“

„სტვირს რქაზე, რომ წვრილად დაწნული ლითონის ჯაჭვი ჰკიდია, მსხვერპლად შეწირულ ვაჟთა მამების ცრემლებიაო“, – ამბობებენ რაჭველი მესტვირეები. გუდასტვირი ერთგვარ სიმბოლოდაც კი იქცა რაჭულ ფოლკლორში და სხვადსხვა დროს არაერთი ცნობილი მესტვირეც აღიზარდა ამ კუთხეში.

ცოტა ხნის წინ ლოტბარ თორნიკე სხიერელს მეგობარმა გედი ჭინჭარაძემ 1938 წელს ჩაწერილ ფირფიტაზე, „გუდასტვირზე დასაკრავი იმპროვიზაციები“ გაუგაზვნა, რომელსაც ცნობილი მესტვირე ბიჭია ბურდილაძე ასრულებდა. ბიჭია ბურდილაძის დაკვრა-დამღერების დახვეწილი ტექნიკა კი განსაკუთრებულად ხიბლავდა მსმენელს ხმის ტემბრით, იმპროვიზაციის ნიჭით და არტისტიზმით.

რესპონდენტი: თორნიკე სხიერელი – ლოტბარი.

ავტორი: ეკა ხითარიშვილი.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: