პიკის საათი - 03.04.2023
პიკის საათი - 03.04.2023

1) „ლუის, ვგონებ ეს მშვენიერი მეგობრობის დასაწყისია!..“

ამერიკაში ეროვნული კინომუსიკის დღე აღინიშნება. ტრადიციულად სიუჟეტს მუსიკალური ფონი სდევს ხოლმე თან, 3 აპრილის სიუჟეტში კი მთავარ სათქმელსაც სწორედ მუსიკა იტყვის.

მეგობრობა, გარდასულ დღეთა სევდა, პატრიოტიზმი, ამერიკული იუმორი, თავისუფალი სულის დაუმორჩილებლობა და სიყვარული – თემები, რომელსაც ამერიკული კინო აერთიანებს.

მეგობრული გასეირნება ამერიკულ კინომუსიკაში.

ავტორი: ელენე ტუშური

 

2) კარიერული მენტორინგი

მობილურ ახალგაზრდულ საქმიანობას საქართველოში დიდი ხნის ისტორია აქვს. სამუშაო მეთოდოლოგია ეფუძნება ევროკავშირის ქვეყნების წარმატებულ გამოცდილებას.

როგორც ფორმალური და არაფორმალური გარე განათლების მიწოდების საუკეთესო თანამედროვე მოდელი, ახალგაზრდებს დახმარებას უწევს იმ უნარებისა და დამოკიდებულებების განვითარებაში, რომლებიც აუცილებელია საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულფასოვნად მონაწილეობისთვის და საკუთარი პოტენციალის მაქსიმალურად გამოსავლენად.

მობილური ახალგაზრდული მუშაკები ახალგაზრდებთან ურთიერთობისას ანვითარებენ მათი ინტერესების შესაბამის თვისებებს.

სათემო ორგანიზაცია „კომლი“ და კასპის ზრდასრულთა განათლების ცენტრი იწყებს კარიერული მენტორინგის პროექტს. პროექტი ახალგაზრდების გააქტიურებასა და მათი უნარების გაძლიერებას უწყობს ხელს.

რესპონდენტები: მარიამ გოგავა – მობილური ახალგაზრდული მუშაკი,

ანი კელაპტრიშვილი – „კომლის“ თემის სათემო მენტორი.

ავტორი: ეკა ხითარიშვილი

 

3) ქართული ენის დღეები კავკასიის უნივერსიტეტში – 2023

პროექტმა „მე მიყვარს ქართული – ჩემი სახელმწიფო ენა“ 24 მარტიდან 3 აპრილის ჩათვლით გაიწერა გააერთიანა კალიგრაფიის მასტერკლასი;

მართლწერის ვიქტორინა – „ვწერ და ვმეტყველებ გამართული ქართულით!“;

სტუდენტთა და მკვლევართა დისკუსია „ენა და დიალექტი“; შემოქმედებითი დიალოგი – „დიალექტები – დედამდინარეში ჩამდინარე ნაკადულები“;

4 აპრილს კი გაიმართება ქართული ენის დღეების შემაჯამებელი ღონისძიება, სადაც ეთერ თათარაიძის ლექსების ბილინგვური (ქართულ-უკრაინული) კრებულის „ლექსვარ ჯერაც გასაშიფრ“ წარდგენა (ნატალია ტროხიმი, მარიამ მანჯგალაძე) შედგება.

საღამოზე ჯილდო – „ქართული ენის ქომაგი“ გადაეცემა ქართული ენის წინაშე გამორჩეული ღვაწლის მქონე პოეტსა და მკლევარს – ეთერ თათარაიძეს.

სტუმრები: ეთერ თათარაიძე – პოეტი; ფოლკლორისტი,

მარიამ მანჯგალაძე – კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი,  ქართული ფილოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელი.

წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი

 

4) მობილური ტელეფონი 50 წლისაა

სტუმარი: ომარ შამანაძე – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ციფრული სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის პროფესორი.

წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი

 

5) დოდონა ნამორაძის მუსიკალური გზა

ახალგაზრდა მუსიკოსის წარმატება ბერძნულ „ვოისში“ და ქართულ კონკურსებში მიღებული გამოცდილება.

ავტორი: მარიამ ჩოჩია.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: