პიკის საათი - 02.12.2022
პიკის საათი - 02.12.2022

1) „ცისფერი შობა“

დასავლურ ქრისტიანული ტრადიციის თანახმად „ცისფერი შობა“ 21 დეკემბერს, ყველაზე გრძელ ღამეს აღინიშნება. ამ ღამის მსახურება მწუხარებაში ჩაფლული ადამიანებისთვისაა, მათთვის, ვინც შობის დღეებშიც ვერ პოულობს მხიარულებას.

2016 წელს კი ამ დღის აღნიშვნამ კიდევ ერთი დატვირთვა შეიძინა და მადლიერებიდან ახალ წლამდე აღინიშნება.

ავტორი: ელენე ტუშური

 

2) ზინობიანი 100“ – უდიური თემის ისტორია საქართველოში

  • ვინ არიან და საიდან გადმოვიდნენ საქართველოში უდიები?
  • ვისი სახელი დაერქვა სოფელს, სადაც ზუსტად ერთი საუკუნეა ცხოვრობენ საქართველოს უდიები?

რესპონდენტი: ალექსანდრე ქავთარაძე – ისტორიკოსი, „საქართველოს უდიესბი“ თანადამფუძნებელი,

ანა აივაზაშვილი – უდიური თემის წარმომადგენელია, არასამთავრო ორგანიზაცია „საქართველოს უდიების“ თანადამფუძნებელი, ჟენია მამულაშვილი – უდი პოეტი.

ავტორი: ეკა ხითარიშვილი

 

3) ფესტივალი „ნიღაბი“

მოყვარული დასების თეატრალური ფესტივალი უკვე 10 წლისაა. ამ ხნის განმავლობაში ფესტივალმა საერთაშორისო მასშტაბიც შეიძინა.

წლევანდელ ფესტივალში სომხეთისა და უკრაინის დასებიც მონაწილეობენ.

სტუმრები: ეკატერინე ცეცაძე – ფესტივალის ორგანიზატორი,

ანა კლაუ – სტუდენტი, ფესტივალის მონაწილე.

წამყვანი: სოფო გოდუაძე

 

4) თბილისის 23-ე საერთაშორისო ფესტივალის მოლოდინში

„დასავლეთის დასასრული – ასე ვხედავ ფესტივალის სტუმრის ულრიხ ზაიდლის ფილმს „რიმინი“, რომელიც ჯერ კიდევ ბერლინში მაქვს ნანახი. „სპარტა“ ამავე რეჟისორის მეორე ფილმია, რომლის ჩვენებაც ვენეციაში სკანდალითაც კი დასრულდა“, – კინომცოდნე თეო ხატიაშვილი აგნეშკა ჰოლანდის, რუბენ ოსტლუნდის,  კარლა სიმონის, მანტას კვედარავიჩუსის, ტარიკ სალეჰის, სოსო ბლიაძისა და ბევრი სხვა საყურადღებო რეჟისორის შემოქმედების მოლოდინში.
ფესტივალი „პრომეთე“ იწყება.

სტუმარი: თეო ხატიაშვილი – კინომცოდნე.

წამყვანი: სოფო გოდუაძე

 

5) კანონი მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ

– სავალდებულო ინფორმაცია, რომელიც მოვაჭრემ ნივთის ან მომსახურების გაყიდვისას მომხმარებელს უნდა მიაწოდოს;

– გაყიდული ნივთის უკან დაბრუნების ვადები და პირობები;

– გასაყიდ ნივთსა თუ მომსახურებაზე ფასის მითითების ვალდებულება.

რესპონდენტი: მარიამ შაიშმელაშვილი – კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მომხმარებლის უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.

ავტორი: მარიამ ჩოჩია

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: